სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
"ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს, შედეგი კი ნულია"
AutoSharing Option
22:15 21-01-2016
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

მინისტრმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას ცხადაძის შემცვლელი ჰყავს შერჩეული, აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ კახას მიმართ მას პიროვნული პრობლემები არ აქვს და საუბარი მხოლოდ ფინანსებზეა.

"ის, რომ თითქოს სხვა მწვრთნელი მყავს შერჩეული, აბსურდული ბრალდებაა და კახასგან ძალიან მიკვირს. ძალიან ცუდია, რომ იმ ინსტიტუტებსაც კი არ სცემს პატივს, რომელსაც თავად წარმოადგენს. მისი განცხადებით ჩანს, რომ ფედერაციის აღმასკომი სიტუაციას ვერ მართავს, ეს კი დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება. ძალიან ცუდია ისიც, რომ ფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ურთიერთობები ასე საჯაროდ გამოდის. მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოეგვარებინათ ეს საკითხები.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა საზოგადოებამ სრულად გაიგოს ეს: პიროვნულად და პერსონალურად კახა ცხადაძისადმი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ მაქვს პრობლემა არც მის კომპეტენციასთან, არც მის წარსულთან, არც როგორ პროფესიონალთან და რატომ გადააქვს კახას ეს ყველაფერი
You must have Flash Player installed in order to see this player.
პიროვნულ კონტექსტში, არ მესმის.

მის მიერ დაანონსებულ იმ ორ წუთიან შეხვედრაზე, მე ცხადაძეს ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე. მე მას განვუმარტე, რომ საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მწვრთნელს ეხებოდა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი - საბოლოო სიტყვა ლევან კობიაშვილს და აღმასკომს ეთქმოდათ. მე მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ეს საუბრებიც. 

პირველივე დღიდან, როცა მოვედი და როცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჯერ კიდევ ზვიად სიჭინავა იდგა, ფედერაციამ გადმოგვიგზავნა განაცხადი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაზე. ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ 120,000-ს თვეში მწვრთნელს არ ავუნაზღაურებდით. ეს არ არის ბოლოდროინდელი მოვლენა - მაშინ არავის პროტესტი არ გამოუცხადებია.

ბოლო-ბოლო, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და შედეგი არის ნული, რაში ვხარჯოთ ფული? შედეგზე თუ იქნებიან მოტივირებულნი, უფრო მეტ გასამსჯელოს მიიღებენ და როცა ადამიანს შედეგის ეშინია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
77
15:41 22-01-2016
vergavige rasqvia momeci da armogcem?an exlaarminda meremomeci??kontraqti ararsebobs?waxval sxvagan da mterixaro,arwaxval da chagziraven.shenroigeb xelpass tarielixar tu avtandili chagixedavs sarkeshi da gikitxavs sakutari tavistvis gekutnis rasacigeb???an raambavia amdeni ministri?sportis,sizmris,zilis ministri raubedurebaa.evropas vbazavto da marto garyvnilebashi chans tqveni evropisadmi mibazva.WARGVNAA SACHIRO...
quTaiseli
13:51 22-01-2016
ცხადაძეს რამე თუარ აწყობს შეუძლია გაწყვიტოს კონტრაქტი და წავიდეს და აღარ უნდა ამდენი ვაიუი რა ან რას ელოდება ეს ხალხი ამ კაცისგან რა შედეგზეა საუბარი ფეხბურთი არ გაქ და მწვრთნელი გყავს მილიონერი.დდ ეგეთი ****** არ გამიგია არსად ყველა სიგლახეში ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ პირველები.