კახა ცხადაძე: გერმანიასთან ამდენი საგოლე მომენტი მთელ შესარჩევში არავის ჰქონია

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა:

"მინდა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის.

ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით იმიტომ, რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მგონი, მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის
ნაკრებთან.

მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, მოედანზე კი 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ, დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით" - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ნაკრებს უკეთესი თამაშისთვის. ამ თამაშში ქულას მაინც ვიმსახურებდით.
ლუკა
04:50 13-10-2015
0
კახა აი ხიზანიშვილი რომ შემოიყვანე მანდ შეგეშალა, დანარჩენი პროგრესი აშკარაა ხიზანას ადგილი კი ამ გუნდში არ არის
tato
21:06 12-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული