საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ვარჯიშობს [PHOTO]

AutoSharing Option
6 ოქტომბერს,საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. კახა ცხადაძის გუნდი "ბასაზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ცხადაძემ მოკლე კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის (ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია) არყოფნა. ცხადაძემ ისიც აღნიშნა, რომ გიორგი ჭანტურიას მიერ გატანილმა გოლმა ძლიერ გაახარა და მას აუცილებლად მიეცემა სანაკრებო შანსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი გიბლარტართან 8 ოქტომბრის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი",
რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა"), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა");
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უნდა გაირკვეს და არც წინა შეკრებებზე გამოიძახა და რატომ აკეთებს ამას ეგაა საინტერესო. არამგონია რამეთი ჩამოუვარდებოდეს ეგ ბიჭი გონდა ოქრიაშვილს გინდა მერებაშვილს და გუგა ფალავანდიშვილს, როგორც პროფესიონალიზმით ასევე სათამაშო გამოცდილებით და მიმდინარე პრაქტიკით...
dave
13:47 07-10-2015
0
არ არის გამოძახებული და უნდა გაირკვეს?
dave
12:56 07-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული