საქართველოს ნაკრები: ღია ვარჯიში და აქცია "მიხეილ მესხზე"

AutoSharing Option
21 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა.

წვრთნა სტანდარტული იყო, ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთელებს "ორმხრივიც" ათამაშა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული გუნდი შეუერთდა დაუნის სანდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციას.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ნაკრები სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩების მოლოდინშია. სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო ბუბა დაუშვილი გამოტოვებს.

დღეს ეროვნული ნაკრები კვლავ ორჯერად ვარჯიშს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში
ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება, 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში tkt.ge-ზე და "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია - "კრილია სოვეტოვი" (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - "მორეირენსე" (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - "ტორპედო" (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - "ესბიერგი" (დანია), სოლომონ კვირკველია - "ლოკომოტივი", მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - "ვიტესი" (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - "ჩერნომორეცი" (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - "ურალი" (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - "ლოკომოტივი" (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - "ატირაუ" (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - "რეიმსი" (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - "გაბალა" (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - "დიოშგიორი" (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - "სპარტაკი", მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - "დინამო" (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - "ლეგია" (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - "ვარდარი" (მაკედონია), სანდრო კობახიძე - "გიოზთეფე" (თურქეთი), გიორგი არაბიძე - "შახტარი" (უკრაინა)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - "ეთნიკოსი" (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - "რაპიდი" (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - "ატირაუ" (ყაზახეთი).
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმდენად ერთიერთმანეთზე უკეთესები არიან ორივე ვეგარ გაიგო ვაისმა რომელი ერთი აირჩიოს...::::::D დაიბნა კაცი :D
zesta
14:34 22-03-2017
0
ეჰჰ დვალიშვილი ლობჯანიძე (( იმედია არ მოუწევთ თამაში ((
dato
13:59 22-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული