კობიაშვილი ვაისზე: ეტყობა ადამიანს, რომ ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს, კარგი გააკეთოს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მუშაობით კმაყოფილია. ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა Sportall.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგითა და მთავარი მწვრთნელის მუშაობით?
- კმაყოფილი ვარ. სამუშაო ნამდვილად გაკეთდა. ახლა ორ ამხანაგურ თამაშს რომ ვმართავთ დუბაიში, ეს სწორედ ვაისის ინიციატივით ხდება. მას სურდა, რომ ეს პერიოდი ახალი ფეხბურთელების სანახავად გამოეყენებინა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს, კარგი გააკეთოს და ეს მისასალმებელია.

გაცილებით ადვილი შესაფასებელი იქნებოდა ნაკრების
ასპარეზობა, მოლდოვასთან რომ მოგვეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი თვით ადრე, სულ სხვა საუბრები ისმოდა ნაკრებზე, მაგრამ შემდეგ მოლდოვამ დაგვაფიქრა...

ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, გუნდი მუშაობს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს, ქულებია.

ნაკრებმა ყველა მატჩში უნდა ამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი გუნდია.

კარგი იყო ესპანეთთან გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან გასვლაზე ფრე - მოდით, პოზიტივიც დავინახოთ, მხოლოდ ცუდს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ქულებშიც ავსახოთ", - გვითხრა კობიაშვილმა.

Sportall.ge კობიაშვილთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
cxadadzem mesame adgili dagvpirda jgufhi.gaitvaliscinet.
tamaziko
12:55 21-01-2017
0
ჯერ-ჯერობით საქები არაფერი აქვს.
დემე
20:54 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული