უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი: ბათუმის "დინამომ" "ტორპედო" ჩამოიშორა

AutoSharing Option
4 დეკემბერს უმაღლესი ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა.

ქობულეთში "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთდერთი გოლი გიორგი ქავთარაძემ მე-8 წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით "დინამომ" ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართული პირველი მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ბათუმელებმა ორმატჩიან დუელში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გაიმარჯვეს.

ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული მატჩი დღეს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

ბრინჯაოს პლეი ოფში გამარჯვებული ორი
გუნდი მცირე ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი 10 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
nuri.normaluri stadioni da baza ivanihvilis da kaladzis gundebs ar aaqvs da ra gasakviria sxva gundebsac ar qondes.
goga
18:40 04-12-2016
0
vulocav batums cinsvlas.
magram mesameze rom gavides. federaciasac unda mougos.tb dinamosac da msajebsac.
Aramgonia prizis garehe datovon tbilisi!??
kooko
18:13 04-12-2016
0

სიახლეები პოპულარული