ალეკო ამისულაშვილს გორის "დილაში" გადასვლა შესთავაზეს?

AutoSharing Option
"ლელომ" შემოგთავაზათ ალეკო ამისულაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველმა ბაქოს "ინტერიდან" (დიდი ალბათობით) შესაძლო წამოსვლა დააანონსა და იქვე დასძინა, რომ არც დარჩენას გამორიცხავდა.


ცხადია, ისმის კითხვა - სად გააგრძელებს კარიერას ამისულაშვილი ბაქოდან წამოსვლის შემთხვევაში? ჩვენი ინფორმაციით, მას გორის "დილაში" გადასვლასაც სთავაზობენ და ერთ-ერთ კვიპროსულ გუნდშიც.

"გორის "დილაზე" ინტერესის დონეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია, - გვითხრა ამისულაშვილმა. - არ ვიცი, ახალი სეზონიდან სად ვითამაშებ, ჯერ
თავადაც არ ჩამოვყალიბებულვარ.

ხომ იცით, ასეთ დროს რაც ხდება - "დილას" სიამოვნებით დავეხმარები, მაგრამ უფრო კარგი ვარიანტი თუ გამოჩნდა, უარის თქმა ძნელი იქნება.

სეზონი ახლა დამთავრდა და მოსაფიქრებელია. იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია.

სხვათა შორის, მგონია, რომ "ინტერში" წარმოქმნილი ფინანსური პრობლემებიც დროებითია, რადგან ეს მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისსა და ბაქოში ჩასატარებელ ოლიმპიადას უკავშირდება. სხვებთან ერთად მეც წამოვედი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დაბრუნების შანსი არაა".

"დილას" ხსენებაზე, საქართველოს ნაკრების მცველმა მამუკა ჯუღელზეც ჩამოაგდო სიტყვა:

"მამუკა ჯუღელზე მინდა ვთქვა. ის გორის "დილას" გვერდში უდგას და ყველანაირად ეხმარება. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მასზე ბევრ სისაძაგლეს ლაპარაკობენ, არადა, არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია.

მამუკა ჩემთვის მეგობარზე მეტია - ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს. ბევრი ფეხბურთელი ვიცი, ვისაც მასთან უთანამშრომლია, მაგრამ ერთ შემთხვევასაც ვერ ვიხსენებ, ვინმეს გვერდში არ დასდგომოდა.

ჯუღელი იმ კატეგორიის მენეჯერებს არ განეკუთვნება, კონტრაქტს რომ გააფორმებენ, ფულს აიღებენ და მერე ფეხბურთელის ბედი აღარ ანაღვლებთ. ის ადამიანს გაჭირვებაში არ ტოვებს. ამიტომაა, ბევრი რომ ემადლიერება და არ მესმის, რაში სჭირდებათ, მისგან მონსტრს რომ ქმნიან"?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენთვის რო კარგია ეს ჯუღელი პეხბურთის მტერია რაარი ამაში გაუგებარი, მიეცი მოეცი, 5 გოლი გაუშვი 7 გაიტანე. ეგ არი თქვენი გვერდში დგომა თქვენც კმაყოპილები ხართ და ჯუღელიც :D
cxada
11:50 28-05-2015
0
აუ რა ჯირაგია არა? მაგ პირობით ვინ არ დაეხმარება???
კობა
10:01 28-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული