ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო - ის, რაც ალეკო ამისულაშვილს არასოდეს უთქვამს...

AutoSharing Option
32 წლის ალეკო ამისულაშვილი ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი გახდა. ის წლეულს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს, თან ტრავმის მიღება და გამოჯანმრთელებაც მოასწრო...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამისულაშვილი ბაქოს "ინტერს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელებს. ის თბილისშია და ცხადია, მასთან შეხმიანების შანსი ხელიდან არ გავუშვით.

ამისულაშვილი საკვანძო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების დაცვაში. მან ეროვნულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

- მიმდინარე სეზონმა რა ემოციები დაგიტოვათ?
- მოგეხსენებათ, ბოლოს "ინტერში" არ იყო იდეალური სიტუაცია ფინანსური კუთხით. მეორე ადგილი
დავიკავეთ, თუმცა აზერბაიჯანის პირველობის მოგებაც შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში, შევასრულეთ ის მინიმუმი, რაც სეზონის წინ დავისახეთ მიზნად.

- არადა, ჩემპიონობაც შეგეძლოთ...
- კი, ასე იყო... მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით. გარდა ამისა, "ყარაბაღის" სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა.

- როგორ გაძელით "ინტერში" უმკაცრესი ფინანსური კრიზისის ფონზე? ბევრი თქვენს ადგილას სეზონსაც ვერ ჩაამთავრებდა...
- ჩვენ, ქართველები, სხვა ლეგიონერები თუ ადგილობრივი ფეხბურთელები ხშირად გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ვთამაშობდით. თავისი არსებობის ისტორიაში, კლუბი პირველად აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

- როგორ დაშორდით "ინტერს"?
- რომ მოვდიოდით, კლუბის პრეზიდენტი შეგვხვდა და შეგვპირდა, რომ დაახლოებით ორ თვეში გაისტუმრებს ფეხბურთელების დავალიანებას. არ მგონია, გაჭირდეს დავალიანების დაფარვა, მით უმეტეს, აზერბაიჯანულ კლუბებს ფინანსურად ფეხბურთის ფედერაციაც ეხმარება.

- მაინც როგორ გგონიათ, დატოვებთ თქვენს ამჟამინდელ კლუბს?
- ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "ინტერში" გავაგრძელო თამაში... მაგრამ ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ. ხომ გაგიგიათ: არასოდეს თქვა - "არასოდეს"!

- არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზებები?
- ჯერ ბევრი ჩემპიონატი არ დასრულებულა...

- ...მაგალითად, რუსეთში, სადაც შესანიშნავად გიცნობენ...
- რუსეთში დიდი ფინანსური კრიზისია...

- ევროტურნირები ახლოვდება. როგორი იქნება თქვენი რეაქცია, რომელიმე ამბიციურმა ქართულმა კლუბმა თანამშრომლობა რომ შემოგთავაზოთ?
- საერთოდ, ყველა ფეხბურთელს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან არის ის, სურს, რომ სამშობლოში დაასრულოს კარიერა. კონკრეტულად ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს, ზოგადად ვამბობ...

- მიმდინარე სეზონი იმითიც იყო გამორჩეული თქვენთვის, რომ საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდით...
- "დაბრუნება" მე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. ეს არავისთან მითქვამს, პირველად თქვენთან ვამბობ - მქონდა გარკვეული პრობლემები, რაზეც ახლა საჯაროდ არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი მხრიდან მაინც შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი ვთქვი.

ამ საკითხზე ვესაუბრე ჩემზე გამოცდილ ფეხბურთელებს, თუნდაც - ალექსანდრე იაშვილს და მანაც მითხრა თავის დროზე, რომ არ უნდა მეთქვა უარი ეროვნულ გუნდზე.

- სადაც ადამიანია, იქვეა შეცდომაც...
- ასეა. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი...

- თქვენი აზრით, რა შეუძლია ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს?
- შეუძლია, რომ ითამაშოს გამართული, სწორი ფეხბურთი. საერთოდ, სანაკრებო მწვრთნელის მთავარი თავსატეხი დროის დეფიციტია. მჯერა - მეტი დრო რომ გვქონოდა, მალტა-გერმანიასთან გაცილებით უკეთესად ვითამაშებდით.

ახლა გვექნება ათდღიანი ავსტრიული შეკრება. პოლონეთთან ოფიციალურ თამაშამდე კი ამხანაგური მატჩია უკრაინასთან, რომელიც თამაშის სტილით ძალიან ჰგავს პოლონეთს. მოკლედ, მომავალს იმედიანად ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჭომელი ამისულაშვილის ნათქვამი არ ნიშნავს იმას რომ ქეცბაია მართალი იყო მასთან და მეორე მე ჭკუა არავისთვის მისწავლებია და რასაც მე მაბრალებ იმას შენ აკეთებ და ჯობია ამაზე მოვრჩეთ არავარ მე ის კაცი შე რო ჭკუა დამარიგო.აზრის გამოთქმა ერთია და ადამიანის შეურაწყოფა სულსხვა რამ.რაც არუნდა ეწყინებინა ქეცბაიას უბრალოდ ნაკრებზე უარი არუნდა ეთქვა რასაც ამბობს კიდეც ეს ადამიანი მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია.
quTaiseli
19:19 04-06-2015
0
ჭომელი უზრდელობას მოეშვი რა და შენ საქმეს მიხედე ჭკუა არავისთვის დამირიგებია და არც ამ ბიჭებს მოუხდიათ ქეცბაიასთვის ბოდიში.ან სად ნახე რო ვინმეს ჭკუა დავარიგე შენ თუ გგონია ინტერნეტს ამოვეფარეები ძაან ცდები.
qutaiseli
18:55 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული