ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?

AutoSharing Option
3 აპრილს, ქობულეთის "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მატჩის (2:3) დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. ოფიციალურ პირთა მტკიცებით, არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა მასპინძელ ბათუმის "დინამოს" მომდევნო 3 საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ბათუმელებმა ეს გადაწყვეტილება სფფ-ის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრეს. ტრიბუნალმა საკითხი 20 აპრილს განიხილა და "დინამოს" სანქცია დაუმძიმა.

"ტრიბუნალი დაეყრდნო ფიფას, უეფასა და სფფ-ის
სადისციპლინო კოდექსებს და გადაწყვიტა: ბათუმის "დინამოს" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. შეიცვალოს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება და სადისციპლინო სასჯელი განისაზღვროს შემდეგნაირად: დადგენილი სადისციპლინო სახდელი დარჩეს უცვლელი.

ტრიბუნალის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან "დინამოს" დაუწესდეს გამოსაცდელი ერთწლიანი ვადა. ამ ვადაში გუნდის მხრიდან (ოფიციალური თუ გულშემატკივარი პირის მიერ), სტადიონზე წესრიგის დარღვევისას (შეჭრა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა), იქნება ეს მასპინძლის თუ სტუმრის რანგში, სპორტულ სანქციად დაეკისრება დისკვალიფიკაცია - 3 თამაში უმაყურებლოდ და ნეიტრალურ სტადიონზე.

ეს სასჯელი იმოქმედებს სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვრის გათვალისწინების გარეშე. ტრიბუნალის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეთათვის გადაცემისთანავე, საბოლოოა და არ საჩივრდება", - ვკითხულობთ სპორტული ტრიბუნალის მედიატორ ზურაბ ბიწაძის განცხადებაში.

არადა, ბათუმელებს იმედი ჰქონდათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ სანქციას სულაც შეუმსუბუქებდნენ.

"სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ ყველა სახტად დაგვტოვა. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, გადაწყვეტილება ძალაში რომ დატოვეს. მაგრამ ამის შემდეგ დამატებითი სანქცია და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება, საერთოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - ამბობს ბათუმის "დინამოს" ადვოკატი გია აბაშიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
და ვინმე დაინტერესდა ამ ტრიბუნალით? ინტერვიუზე მივიდა ვინმე და კითხა რა და როგორო?
0
და ის ადვოკატი რატო არ აქვეყნებს გადაწყვეტილების სრულ ტექსტს? იქნებ რა მიქარვები აქვთ პროცესში? ან ეს ჟურნალისტები რატომ არ უკავშირდებიან იმ ტრიბუნალს და ელემენტარულ კომენტარს რატომ არ თხოვენ? თან რაც ვიცი ფეისბუქგვერდიც აქვთ მაგ ტრიბუნალს და სათანადო განცხადებებსაც აკეთებენ. მაგრამ აქ მარტო ერთმხარეს უნდა მიეტმასნო და მორჩა რა.
elene
13:50 22-04-2015
0

სიახლეები პოპულარული