მანუელი: თბილისის "დინამოში" ვარჯიში, სტრატეგია და თეორია ესპანეთის დონეზეა

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს, თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. დინამოელთა მეტოქე პოლტავის "ვორსკლა" იქნება, მატჩი კი თბილისის დროთ 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

სხვებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად "დინამოს" ესპანელი ახალწვეული მანუელიც ემზადება. ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"შეიძლება ითქვას, რომ მთელი კარიერა "ოსასუნაში" გავატარე. გუნდთან ერთად ვთამაშობდი პრიმერა დივიზიონშიც და სეგუნდაშიც. ახლა კი კლუბის გამოცვლა გადავწყვიტე და "დინამოს" ინტერესის შესახებ ჩემი აგენტისგან შევიტყვე, რომელიც ასევე ჩისკოს აგენტიცაა.

ჩისკომ გუნდი, ქალაქი და ქვეყანა საუკეთესოდ დამიხასიათა.

მქონდა ასევე სხვადასხვა ვარიანტი იტალიის, კვიპროსისა და ტაილანდის გუნდებიდან, თუმცა "დინამოს" ამბიციურობამ და ევროთასებზე რეგულარულად ასპარეზობამ ყველა სხვა შემოთავაზება გადასწონა.

"დინამოში" პირველივე დღიდან საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს. ახალგაზრდული გუნდია, თბილად დამხვდნენ და ფეხბურთელები და მწვრთნელები გვერდში მიდგანან.

რაც შეეხება გუნდის ვარჯიშებს, სტრატეგიას, თეორიას, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ყველაფერი ესპანეთის დონეზეა. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს წვრთნის პროცესი.

"შტურმთან" თამაშით ცოტა გაოცებულიც დავრჩი - შეკრება ახალი დაწყებულია და არ მოველოდი გუნდისგან ასეთი სისწრაფეებითა და ტემპით თამაშს.

რიგ მომენტებში "დინამომ" ხარისხიანი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ შეკრების პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო კონდიციებში შესასვლელად".

მომზადებული fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მკდარი როგორც არადგება და ვერ გაიქცევა ისე ისინი ვერ იმოზრავებენ
kako
10:32 31-01-2015
0
უკურე გოგია თამაშს ? მართალს ამბობს დამიჯერე ;)
ზურა
19:54 30-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული