დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კარგია, რომ საქართველოში ერთი პრინციპული დაპირისპირება მაინც გვაქვს. ალბათ, რაც უნდა სუსტები იყვნენ "დინამო" და "ტორპედო", ერთმანეთს ნებისმიერ დროს ისე "შეასკდებიან", უკან არც ერთი არ დაიხევს.

ამ შეხვედრებსაც იმიტომაც აქვს ხიბლი, რომ მაყურებელი ყოველთვის ესწრება. "დინამო არენა" ხალხს ეროვნულ ჩემპიონატზე ვერ ავსებს, მაგრამ ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც ტრიბუნების ხმა მოედნამდე, მოთამაშეებამდე აღწევდა და საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს ეშხს მატებდა. მარტო ქუთაისიდან მინიმუმ 500 მაყურებელი ჩამოვიდა - ჩვენი საფეხბურთო გარემოს გათვალისწინებით, თბილისელებიც მრავლად იყვნენ.

თამაში დასაწყისიდანვე კარგ ტემპში წარიმართა, ბურთი
მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. ოდნავ მეტი სისწრაფისა და მოძრაობის ხარჯზე, უკეთ მაინც "დინამო" გამოიყურებოდა, მაგრამ თბილისელებმა თავიანთი შანსით ვერ ისარგებლეს, ქუთაისელებმა კი მომენტი გოლად აქციეს.

კახა კაჭარავამ შესვენების შემდეგ მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა. თბილისელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და ორი მწვავე ჩხვლეტით მეტოქე დაამარცხეს.

"დინამოს" ორივე გოლი გუნდიდან წასასვლელად გამზადებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: გიორგი პაპუნაშვილმა ბოლო ორ შეხვედრაში 3-ჯერ გაიტანა, საბა ლობჟანიძემ კი კუთხურიდან ჩაახვია და მართალია, ეს დავით ხურციძის ავტოგოლად ჩაითვალა, საცოდაობაა, ამ შედევრის მთავარი შემსრულებელი რომ არ გამოვყოთ.

საერთოდ კი, ორივემ სეზონში გამორჩეული თამაში ჩაატარა.

ახლა "დინამომ" მოიგო, კონკურენტი "ტორპედო" 6 ქულით ჩამოიცილა და ლიდერობა განიმტკიცა, მაგრამ ასეთი კარგი თამაშისთვის ორივე გუნდს მადლობა ეკუთვნის - მსგავსი დაპირისპირებებია, ჩვენს ჩემპიონატს მაყურებელს რომ უნარჩუნებს.

მატჩის სტენოგრამა
11' - მერაბ გიგაურის ძლიერი დარტყმა კარს ასცდა.
12' - საბა ლობჟანიძის მშვენიერი გადაცემა, ბაჩანა არაბული მცველებს გასცდა და მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ როინ კვასხვაძემ "ტორპედო" გადაარჩინა.
13' - არაბულის ეფექტური "მაკრატელა" მიზანს ასცდა.
20' - კუთხური გრიგოლ დოლიძემ შეასრულა. გიგაურის თავური ლიტოვჩენკომ იოლად აიღო.
28' - გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებული კუთხური - ბექა მიქელთაძის თავური მცველს მოხვდა და კარში არ წავიდა.
38' - თორნიკე კაპანაძის უძლიერესი დარტყმა. ბურთი ჯერ ლაშა სალუქვაძეს მოხვდა, შემდეგ გიორგი გველესიანს, ტრაექტორია შეიცვალა და კარს ოდნავ ასცდა!
40' - ლაშა თოთაძემ ჯარიმა სახიფათოდ კი შეასრულა, თუმცა კვასხვაძემ პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთს დაეუფლა.
43' - ბექა ტუღუშის ფლანგური გადაცემა - გამოსვლაზე სერგეი ლიტოვჩენკო უხეშად შეცდა და დამატებაზე გრიგოლ დოლიძემ ლამის ბადე გახია - 0:1.
47' - ჯარიმა უკვე პაპუნაშვილმა შეასრულა: კვასხვაძემ პოზიცია ისევ ზუსტად შეარჩია და ბურთს დაეუფლა.
48' - დოლიძე-კაპანაძის უსწრაფეს შეტევას ტუღუში ასრულებდა, მაგრამ ძალიან არაზუსტად დაარტყა.
49' - გიორგი ჩაკვეტაძემ, ლობჟანიძემ და თოთაძემ უსწრაფესი შეტევა განავითარეს, მიქელთაძემ ერთი შეხებით გაისროლა და მიზანს ააცილა.
51' - ლობჟანიძემ საჯარიმოსთან პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1
62' - ლობჟანიძე ორ მცველს გასცდა და 60 მეტრი მაინც ირბინა: საჯარიმოს მიახლოებულმა კიდევ სამ მეტოქეს ჩაუქროლა და კარში დაარტყა - ბურთი მცველმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ულამაზესი ეპიზოდი იყო.
65' - ტუღუშის შეტევას ლიტოვჩენკო გადაეღობა!
66' - მორიგი გოლი კუთხურიდან! ლობჟანიძემ კარში ჩაახვია. ბურთის მოგერიებას დავით ხურციძე შეეცადა და საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1.
71' - გიორგი ქიმაძის ფლანგური გადაცემა და ორიოდე მეტრიდან თორნიკე კაპანაძის თავური - ლიტოვჩენკომ გუნდი გადაარჩინა!
73' - პაპუნაშვილის მორიგი ეფექტური შეტევა! ორ მცველს გასცდა და ბურთი ძელს მოარტყა!
80' - დოლიძის გადაცემაზე ტუღუშმა კარის აღება "მაკრატელათი" სცადა - ბურთს მცველი გადაეღობა.
81' - ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც კარს ოდნავ ააცილა!
82' - პაპუნაშვილის გადაცემა, მიქელთაძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები ჯერ კვასხვაძის გასაოცარმა რეაქციამ გადაარჩინა, შემდეგ - ძელმა!
86' - ტუღუშის ჯარიმა და ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

ეროვნული ლიგა. XVIII ტური
21.06. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-ტორპედო 2:1
გილები: 0:1 დოლიძე (43), 1:1 პაპუნაშვილი (51), 2:1 ხურციძე (66-საკ. კარში)
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშენკო, გველესიანი, სალუქვაძე, თოთაძე - ქარდავა, კუცია (46. ჩაკვეტაძე) - მიქელთაძე, პაპუნაშვილი (90+3. თევზაძე), ლობჟანიძე - არაბული.
სათადარიგოები: რევიშვილი, ბ. ქავთარაძე, ნ. ნინუა, ქაფიანიძე, კობოური
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ. გურული, ქიმაძე - გიგაური, კუხიანიძე (72. კუჭუხიძე) - გ. დოლიძე, ბაბუნაშვილი (64. ხურციძე), ტუღუში (86. საღრიშვილი) - კაპანაძე.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილებები: ტუღუში (39), პაპუნაშვილი (51), ჩაკვეტაძე (64)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
21 ივლისი, პარასკევი
დინამო (თბ)-კოლხეთი

22 ივლისი, შაბათი
საბურთალო-ტორპედო
სამტრედია-შუქურა
ჩიხურა-დილა

23 ივლისი, კვირა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქუთაისელი
22 ივნისი 2017 11:48
ჩაჩავას სუსტი მრჩეველები ყავს.სირცხვილია, რა უნდა ტორპედოში კუჭუხიძეს, მეგრელაძეს, კორობკას,ბაბუნაშვილს მადლობა დიდი, ცოდვა არის.იღლება და დასვენება უნდა.


ერთი მითხარი ტორპედოში სად ნახაე კორობკა და მეგრელაძე? შენ თუ ტორპედოს გულშემატკივარი ხარ ერთი მითხარი რომელ თამაშზე ნახე ესენი? მეგრელძე ადრე კი ბაზარი არაა თამაშობდა, მაგრამ ახლაა???

ტორპედო სამუდამოდ!!!!!
ქუთაისი-ტორპედო
01:42 24-06-2017
0
მოკელდ ვერ გაცდით საბჭოთა მემკვიდრეობას, "დინამო ლოკომოტივი"...
აფხაზი
15:27 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული