U19. საქართველო VS ლიტვა - პირველი სპარინგი "მიხეილ მესხზე"

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტველ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 17:30 სთ-ზე დაიწყება.

მატჩის წინა დღეს გიორგი ყიფიანის გუნდმა "მიხეილ მესხზე" ივარჯიშა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი საბრძოლო განწყობაზეა და ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. "ჯვაროსნებს" ერთადერთი დანაკლისი აქვთ, ტრავმის გამო მათ ბექა ქავთარაძე ვერ დაეხმარება.

ქართველი და ლიტველი 19-წლამდელები ერთმანეთს 4 სექტემბერსაც ეთამაშებიან. ის მატჩიც "მიხეილ მესხზე" შედგება.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო).

მცველები: დავით
კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
100% ვეთანხმები ავთოს.არაბიძე გუნდის ხერხემალია. მხარს დაუჭერ თუ უკრაინის სახელით ითამაშებს სადაც გაფასებენ ის ის უნდა დააფასო
გეგა
16:21 02-09-2016
0
ყიფიანი უკვე უშვებს შეცდომებს სად არიან?: არაბიძე, ჩოჩიშვილი, ჯამასპიშვილი, კიკალიშვილი, ყურაშვილი...
gela saburtalo
15:45 02-09-2016
0

სიახლეები პოპულარული