იტალია-ბოსნია 0:1 - ბოსნიური სიურპრიზი

AutoSharing Option
ყველასათვის მოულოდნელად, ბოსნიამ მოუგო იტალიას და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად გიგანტური ნაბიჯი გადადგა. არადა, ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ალესანდრო დალ კანტოს გაწვრთნილი პატარა "სკუადრა აძურა" მოჩანდა...

პირველად სიტუაცია ბოსნიელთა კართან დაიძაბა. მე-11 წუთზე გატანას იტალიელი მარკო ოლივიერი ცდილობდა. ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ბოსნიელთა კარის დარაჯმა ფილიპ ვასილიმ.

იქვე სტეფან კოვაჩს შეეძლო გატანა, თუმცა ამ შემთხვევაში იტალიას საფრთხე მეკარე ალესანდრო პლიცარიმ აარიდა.

ორჯერ შეეძლო გატანა პირველი მატჩის გმირს, ბიოტი მოისეს კინს - პირველ შემთხვევაში მას მეკარემ აჯობა, მეორედ კი დარტყმას სიზუსტე დააკლო.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა მომენტები გაცვალეს. ჯერ იტალიელ მატეო გაბიას უმტყუნა მიზანმა, მერე კი "ბაიერნის" ფორვარდმა ბენიამინ ჰაჯიჩმა ვერ შეაგდო. ვიტყოდით, რომ ფრე ტაიმის ლოგიკური შედეგი იყო.

მეორე ნახევარში, ბოსნიელთა გოლამდე, იტალიამ ორი მომენტი გაანიავა - სიზუსტე დააკლეს დარტყმებს ანდრეა პინამონტიმ და ლუკა პელეგრინიმ. ბალკანელთაგან გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა შეაგდო - ბურთი დაამუშავა და შემობრუნებით გაიტანა.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ბოსნიას კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ბენიამინ ჰაჯიჩს ზეიმი იტალიელთა მეკარემ არ დაანება.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
იტალია-ბოსნია 0:1
გოლები: 0:1 ნ. ჰაჯიჩი (65)
იტალია: პლიცარი, პელეგრინი, ბიანკი, ბასტონი, სეტოლა, მარკუჩი (71. გორი), ოლივიერი, მელეგონი (31. ფრატეზი), გაბია, პინამონტი (63. სკამაკა), კინი.
სათადარიგოები: კოპოლა, მილიტარი
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
ბოსნია: ვასილი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, ველიჩი (79. ვულეტიჩი), მირიჩი, კოვაჩი, ველაჯიჩი, ბ. ჰაჯიჩი, სადიკუ, ვლადიჩი, მეჰულიჩი (56. ნ. ჰაჯიჩი/84. პერიჩი).
სათადარიგოები: დუიმოვიჩი, შაბაჯანოვიჩი
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი
გაფრთხილება: პელეგრინი (24), ველიჩი (54), მირიჩი (62)
არბიტრი: გ. კიზასი (საბერძნეთი)

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 გრულევი (40)

III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 2 2 0 0 3-1 6
2. იტალია 2 1 0 1 4-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 2 1-3 0

ბოლო ტური
20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი")

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული