მეტოქე: იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა 24 მოთამაშე შეკრიბა

AutoSharing Option
იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალესანდრო დალ კანტომ თბილისური ელიტრაუნდისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა შეკრებაზე, რომელიც 4 მარტს დაიწყო.

ამ შეკრების შედეგად გაარკვევს სწორედ დალ კანტო იმ 18 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც თბილისში (13 მარტს ჩამოვლენ) მასპინძელ საქართველოსთან, ბოსნიასა და რუსეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან.

იტალიელთა გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: კოპოლა (ტორინო), გრეკო (რომა), პლიცარი (მილანი);
მცველები: ბიანკი, ტრიპალდელი, სანანდრეა (ყველა
- იუვენტუსი), სეტოლა (ჩეზენა), ბასტონი (ატალანტა), ბელიანოვა (მილანი), პელეგრინი (რომა), რანიერი (ფიორენტინა);
ნახევარმცველები: ელია, მალამო, მელეგონი (ყველა - ატალანტა), ოლივიერი (ემპოლი), ფრატესი, მარკუჩი (ორივე - რომა), გაბია (მილანი), მილიტარი (ფიორენტინა);
თავდამსხმელები: - კაპონე (ატალანტა), გორი (ფიორენტინა), მოისე კინი (იუვენტუსი), პინამონტი (ინტერი), სკამაჩია (პსვ, ჰოლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული