ალექსანდრე ჩივაძემ სან მარინოსთან მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
28 მაისიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის თბილისში მოემზადება. ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრებს, ვარჯიშები კი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გაიმართება.

ამ ეტაპზე, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:

მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი), რომან ტაკიძე ("მაჭახელა", ხელვაჩაური).
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ავთო ენდელაძე ("ზუგდიდი"), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბილისი), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე - "სიონი", ბოლნისი), გიორგი
გადრანი ("ჩერნომორეცი", უკრაინა).
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე ("ბასტია", საფრანგეთი), გიორგი ერისთავი ("დილა", გორი), ლევან შენგელია ("კოლხეთი", ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ირაკლი გოგინაშვილი ("საქსან ლუნგა", მოლდოვა).
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე - "ცხინვალი"), დათო დარციმელია ("სპარტაკუსი", უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი).

21-წლამდელები სან მარინოში 1-ელ ივნისს გაემგზავრებიან 18-კაციანი შემადგენლობით, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუნდს სან მარინოში შეუერთდება ორი ლეგიონერი - გიორგი გადრანი და ლაშა დვალი.

რაც შეეხება მეკარე ბექა ქურდაძეს, ის ამჟამად 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთადაა და 21-წლამდელებს 28 მაისს შეუერთდება.

ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის 3 ივნისს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცადითთთთთთთთ თავი დაანებეთ ამ ბავშვებსსსსსს ალექსანდრე და ოთარ არ გეკოთ რაც ჩამეთთთთთთთთთ
kako
22:53 31-05-2015
0
მოაშორეთ ჩივაძე გაბელია ამ ნიჩიერ თაობას ერთი ...მეორე პირველი მათკუარა სირცხვილია რეზოოოოოოო ვერუბედავ არა ვერაფერს
nugo
18:24 27-05-2015
0

სიახლეები პოპულარული