U19. ევროპის ჩემპიონატი: 1/2-ფინალური და ფინალური მატჩების დრო დადგინდა

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე 12 ივლისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

10 ივლისს ცნობილი გახდა თამაშების დაწყების დრო. A ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია B ჯგუფში მეორეზე გასულ ჰოლანდიას "დავით პეტრიაშვილზე" შეხვდება. მატჩი 17 საათზე დაიწყება. ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული ინგლისი ფინალში გასვლას A ჯგუფის მეორეადგილოსან ჩეხეთთან შეხვედრაში შეეცდება. ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" 20 საათისთვისაა დანიშნული.

ცნობილია ფინალის დაწყების დრო და ადგილიც - ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს 15 ივლისს, 20 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ვინც უნდა გახდეს ჩემპიონი, ნებისმიერ შემთხვევაში, ოქროს
პირველად მოიგებს. აქამდე 19-წლამდელებში პორტუგალიას, ჰოლანდიას, ინგლისსა და ჩეხეთს ჩემპიონობა არ მოუპოვებიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული