ევროპის ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
12 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა.

ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიას" ამსტერდამის "აიაქსი" შეხვდა, გიორგი არაბიძის "შახტარი" ესპანურ "სელტას" დაუპირისპირდება, თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს" კი თურქული "ფენერბაჰჩე" ერგო.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ბილბაო (ესპანეთი)-აპოელ (კვიპროსი)
ლეგია (პოლონეთი)-აიაქსი (ჰოლანდია)
ანდერლეხტი (ბელგია)-ზენიტი (რუსეთი)
ასტრა (რუმინეთი)-გენკი (ბელგია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-სენტ ეტიენი (საფრანგეთი)
ვილიარეალი (ესპანეთი)-რომა (იტალია)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-კოპენჰაგენი (დანია)
სელტა (ესპანეთი)-შახტარი (უკრაინა)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-ოსმანლი (თურქეთი)
გენტი (ბელგია)-ტოტენჰემი (ინგლისი)
როსტოვი (რუსეთი)-სპარტა (ჩეხეთი)
კრასნოდარი (რუსეთი)-ფენერბაჰჩე (თურქეთი)
გლადბახი (გერმანია)-ფიორენტინა (იტალია)
ალკმაარი (ჰოლანდია)-ლიონი (საფრანგეთი)
ბეერ შევა (ისრაელი)-ბეშიქთაში (თურქეთი)
პაოკ (საბერძნეთი)-შალკე (გერმანია)


მატჩები 16 და 23 თებერვალს ჩატარდება.

- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული