დიეგო სიმეონე: ძალიან გამიმართლა, რომ "ატლეტიკოში" ვმუშაობ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

28 სექტემბერს, მადრიდში გამართულ შეხვედრაში "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

"ძალიან გამიმართლა, რომ მწვრთნელად ამ კლუბში ვმუშაობ. ეს გუნდი თითოეულ მატჩს იმ შემართებითა და ჟინით თამაშობს, როგორც გვსურს.

დღეს ყველაფრით კმაყოფილი ვარ. კარგად ვასრულებდით პრესინგს, გავრბოდით კონტრშეტევაზე. მთელი 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურად ვითამაშეთ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ეს "ატლეტიკოში" ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა.

თამაშის გეგმა თვალსაჩინო იყო. ვცდილობდით, დაგვეკეტა მათთვის ფლანგები და ნულამდე დაგვეყვანა
რიბერისა და ალბასგან მომდინარე საფრთხე. ტორესი ალონსოზე იყო "მიწებებული", გრიზმანი კი - ვიდალზე", - აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული