ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
- 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა