პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
28 მაისს ქალაქ მილანში "სან სიროს" სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და თანაქალაქელი "ატლეტიკო" შეხვდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში დამატებით ტაიმებში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" მეტოქეს 5:3 აჯობა. ხუანფრანის არგატანილი პენალტის შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაპირისპირებას კრიშტიანო რონალდომ დაუსვა.

- მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ 16 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა.

გთავაზობთ ფინალის საინტერესო სტატისტიკას:

- ზინედინ ზიდანი გახდა მე-7 ადამიანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება
შეძლო, როგორც მწვრთნელმა და როგორც ფეხბურთელმა

- ზინედინ ზიდანი გახდა პირველი ფრანგი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო

- ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "რეალმა" მხოლოდ მეორეჯერ შეძლო "ატლეტიკოს" დამარცხება. 11 მატჩიდან "რეალმა" ორჯერ მოიგო.

- "რეალმა" მე-11 ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგო

- კრიშტიანო რონალდომ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და მეხუთეჯერ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი

- ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სერხიო რამოსი დასახელდა

- "ატლეტიკო" გახდა ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა და ერთხელაც ვერ გაიმარჯვა (1974-ში "ბაიენრთან", 2014-ში "რეალთან")

- "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ფინალში გასვლის შემდეგ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1998, 200, 2002, 2014)

- სერხიო რამოსი გახდა მეხუთე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გატანა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერც ვერასოდეს მოიგებს ატლეტიკო მასეთი ფეხბურთით! ანტიფეხბურთი კატასტროფა მთლიანად გუნდი 77 ჯერ რომ შეეხები ბურთს და თამაშს მოიგებ სირცხვილია ბაიერნის ცოდვით ეგ გუნდი ვერ მოიგებდააა
rezo
23:19 29-05-2016
0
ზიზუ ყველაზე მაგარი იყო,მარადონაც მინახია,მაგრამ მასაც მერჩივნა,ერთადერთი ყიფოს ვერ ჯობდა,ისე რაღაცით გვანან ერთმანეთს,ორივე ცეკვავდა და ორივე დინჯი იყო,თან არისტოკრატები
levan
19:20 29-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული