ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "ბაიერნი" გაფრინდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გაინაღდა სამმა გუნდმა ("ზენიტი", "რეალი" და "სიტი") ლიგის პლეი ოფის საგზურები. წუხანდელი თამაშების შემდეგ ამ ტრიოს კიდევ ორი დაემატა - ლუის ენრიკეს "ბარსელონა" და ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი".

E ჯგუფი
"ლევერკუზენი" ბელორუსში მარცხისგან ადმირ მეჰმედიმ იხსნა, რომელმაც 68-ე წუთზე გაათანაბრა. შვეიცარიელმა დაუმუშავებლად დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონამ" "რეალზე" ნაკლები დღე არ აყარა "რომას", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ანგარიშით შერცხვენებს ცუდად შეეჩვია. ლუის ენრიკეს გუნდმა პლეი ოფი 6:1 გამარჯვებით გაინაღდა. ლეო მესიმ და ლუის სუარესმა
დუბლები შეასრულეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

F ჯგუფი
ლონდონის "არსენალი" ბრძოლას აგრძელებს, არსენ ვენგერის გუნდმა 3:0 მოუგო ზაგრების "დინამოს". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნმა" "ოლიმპიაკოსი" 4:0 გაანადგურა და პლეი ოფშია, არადა, გუნდმა 10 კაცით ჩაამთავრა თამაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

G ჯგუფი
კიევის "დინამომ" მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა "პორტუ" და ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

10-10 ქულა "პორტუსა" და "ჩელსის" აქვთ, რომელმაც 4:0 გაანადგურა "მაკაბი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

H ჯგუფი
"ზენიტს" არაფერში აღარ სჭირდებოდა ეს მოგება, მაგრამ მაინც აჯობა "ვალენსიას" - ანდრე ვილაშ-ბოაშმა არ დაინდო თანამემამულე ნუნუს გუნდი და ბოლო ტურის ბატალიებისთვის გაწირა. მატჩის გმირი არტიომ ძიუბაა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა 2:0 დასრულებულ შეხვედრაში. "ზენიტმა" 5-დან 5 მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი მოგებაც და ამ სეზონის "ზენიტი" გახდება მეშვიდე, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ყველა (6) შეხვედრის მოგებას. აქამდე 6-6 მოგება ექვსჯერ შესრულდა და ეს ხუთმა კლუბმა მოახერხა ("რეალმა" ორჯერ მოიგო ყველა მატჩი). ბოლოს ეს "რეალმა" მოახერხა შარშანდელ სეზონში.

"გენტმა" ბოლო წამს დაამარცხა სტუმრად "ლიონი". ეს დღის ყველაზე მოულოდნელი შედეგია. "გენტი" პლეი ოფს მიუახლოვდა, უკვე მეორეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

24 ნოემბერი
E ჯგუფი
ბატე-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 გორდეიჩუკი (2), 1:1 მეჰმედი (68)
ბატე (4-3-3): ჩერნიკი - ჟავნერჩიკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - ა. ვოლოდკო (78. ნიკოლიჩი), იაბლონსკი, გლები (73. კამიცკი) - რიოსი (46. ვ. ვოლოდკო), გორდეიჩუკი, მოზოლევსკი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - დონატი, რაჰი, რამალიო, ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი, მეჰმედი (89. იურჩენკო), ჩალჰანოღლუ (78. ბრანდტი) - ერნანდესი
გაფრთხილება: პოლიაკოვი, გლები, გორდეიჩუკი, ვ. ვოლოდკო - დონატი, ვენდელი, კამპლი
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5-18 (1-9); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 12 000

ბარსელონა-რომა 6:1
გოლები: 1:0 სუარესი (15), 2:0 მესი (18), 3:0 სუარესი (44), 4:0 პიკე (56), 5:0 მესი (59), 6:0 ადრიანო (77), 6:1 ჯეკო (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე (57. ბარტრა), ვერმაელენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (46. სამპერი), სერხი რობერტო (64. ადრიანო) - მესი, ნეიმარი, სუარესი
რომა (4-3-3): სჩესნი - მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - პიანიჩი (75. უჩანი), კეიტა, ნაინგოლანი (46. იტურბე) - ფლორენცი (58. ვანკური), იაგო, ჯეკო
გაფრთხილება: დანი ალვეში, პიკე, მესი - ვანკური
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 15-6 (11-4); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 98 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 4 1 0 14-3 13
2. რომა 5 1 2 2 11-16 5
3. ლევერკუზენი 5 1 2 2 12-11 5
4. ბატე 5 1 1 3 5-12 4

ბოლო ტური
9 დეკემბერი:
ლევერკუზენი-ბარსელონა, რომა-ბატე

F ჯგუფი
არსენალი-დინამო ზ. 3:0
გოლები: 1:0 იოზილი (29), 2:0 სანჩესი (33), 3:0 სანჩესი (69)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი (82. დებუში), მერტეზაკერი, კოშენლი, მონრეალი - ფლამინი, კასორლა (82. ჩამბერსი) - კემპბელი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ (67. რამზი)
დინამო ზაგ. (4-3-3): ედუარდო - ივო პინტუ, სიგალი, ტარაველი, მატელი - მაჩადო (84. კორიჩი), გონსალო, ანტოლიჩი (71. ენრიკესი) - პიაცა, ფერნანდესი (57. სუდანი), როგი
გაფრთხილება: მონრეალი (არსენალი)
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-6 (7-1); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 60 000

ბაიერნი-ოლიმპიაკოსი 4:0
გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (8), 2:0 ლევანდოსკი (16), 3:0 მიულერი (20), 4:0 კომანი (69)
ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, რაფინია - რობენი (33. კიმიხი), მიულერი, ვიდალი, დუგლას კოშტა (72. მარტინესი), კომანი - ლევანდოვსკი (58. ბენატია)
ოლიმპიაკოსი (4-3-3): ხიმენესი - ელაბდელაუი (78. ლეანდრო), და კოშტა, სიოვასი, მასუაკუ - კასამი (67. ფორტუნისი), კამბიასო, მილივოევიჩი - პარდო (67. ჰემანი), სება, იდეიე
გაფრთხილება: ბოატენგი - მილივოევიჩი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-6 (10-0); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 75 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 0 1 17-3 12
2. ოლიმპიაკოსი 5 3 0 2 6-10 9
3. არსენალი 5 2 0 3 9-10 6
4. დინამო ზ. 5 1 0 4 3-12 3

ბოლო ტური
9 დეკემბერი:
დინამო ზ.-ბაიერნი, ოლიმპიაკოსი-არსენალი

G ჯგუფი
პორტუ-დინამო კ. 0:2
გოლები: 0:1 იარმოლენკო (35-პენ.), 0:2 გონსალესი (64)
პორტუ (4-3-3): კასილიასი - მ. პერეირა (46. ანდრე ანდრე), მარკანო, მარტინს ინდი, ლაიუნი - რუბენ ნევეში, დ. პერეირა, იმბულა (67. კორონა) - ტელიო, ბრაჰიმი (67. ოსვალდო), აბუბაქარი
დინამო კ. (4-2-3-1): შოვკოვსი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში - სიდორჩუკი (84. ბუიალსკი), რიბალკა - იარმოლენკო, გარმაში, გონსალესი (78. ბელჰანდა) - მორაეში (86. ტეოდორჩიკი)
გაფრთხილება: - დანილო სილვა, გარმაში, სიდორჩუკი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-23; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-17 (3-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 31 220

მაკაბი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 კეჰილი (20), 0:2 ვილიანი (73), 0:3 ოსკარი (77), 0:4 ბაბა (90+1)
მაკაბი (4-3-3): რაიკოვიჩი - დასა, ბენ ჰაიმ I, გარსია, ბენ არუში - იგიებორი, ალბერმანი (85. შლომი), პერეცი - რიკანი, ზაჰავი (89. იცხაკი), ბენ ჰაიმ II (80. ბენ ბასატი)
ჩელსი (4-2-3-2): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი (72. ზუმა), ბაბა - ფაბრეგასი, მატიჩი - ვილიანი (79. რემი), ოსკარი, აზარი (69. პედრო) - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: - მატიჩი, ფაბრეგასი
გაძევება: ბენ ჰაიმ I (41)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 10-21 (2-9); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 29 121

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 3 1 1 11-3 10
2. პორტუ 5 3 1 1 9-6 10
3. დინამო კ. 5 2 2 1 5-6 8
4. მაკაბი 5 0 0 5 1-15 0

ბოლო ტური
9 დეკემბერი:
დინამო კ.-მაკაბი, ჩელსი-პორტუ

H ჯგუფი
ზენიტი-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 შატოვი (15), 2:0 ძიუბა (74)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი (65. იუსუპოვი), გარაი, ლომბარსი, კრიშიტო - ნეტო (86. ევსეევი), ვიტსელი - შატოვი (84. რიაზანცევი), დანი, ჰალკი - ძიუბა
ვალენსია (4-4-2): ხაუმე - ჟოაო კანსელო (79. დე პაული), რუბენ ვეზუ, აბდენური, გაია - ფეგული, პარეხო, ენცო პერესი (73. დანილო), ანდრე გომეში - მირ ვისენტე (56. სანტი მინა), პაკო ალკასერი
გაფრთხილება: კრიშიტო, უსუპოვი, ვიტსელი - მრ ვისენტე
გაძევება: რუბენ ვეზო (80)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 15-9 (7-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 17 002

ლიონი-გენტი 1:2
გოლები: 1:0 ფერი (7), 1:1 მილიჩევიჩი (32), 1:2 კ. კულიბალი (90+5)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - რაფაელი, ბიშევაცი, იანგა-მბივა, ბედიმო - მალბრანკი, ტოლისო, გეზალი - ფერი - ლაკაზეტი, ვალბუენა
გენტი (3-4-2-1): სელსი - ნილსენი, მიტროვიჩი, ასარე - ფოკე, ნეტო, კუმსი, საიეფი (67. რამანი) - მილიჩევიჩი, დეიაგერი (82. რაფინია) - დეპუატრი (90. კ. კულიბალი)
გაფრთხილება: ბედიმო, ფერი - ნილსენი, ნეტო, ფოკეტი, კუმსი, ასარე, რამანი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20-10 (7-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 206

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 5 5 0 0 12-4 15
2. გენტი 5 2 1 2 6-6 7
3. ვალენსია 5 2 0 3 5-7 6
4. ლიონი 5 0 1 4 3-9 1

ბოლო ტური
9 დეკემბერი:
ვალენსია-ლიონი, გენტი-ზენიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული