ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გაიხსნა - პირველ ოთხ ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით მოუგო რუსულ ცსკა-ს. კიდევ უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვა "დესიმაზე" მეოცნებე "სამეფო კლუბმა" თურქეთში; თანაც, შარშანდელი სეზონის ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ ახალი სეზონი ჰეთ თრიქით დაიწყო.

არც "მანჩესტერ იუნაიტედს" გასჭირვებია "ლევერკუზენის" დამარცხება - ინგლისის ჩემპიონის რიგებში დუბლი უეინ რუნიმ შეასრულა.

სან სებასტიანში ალექს ტეიშეირას დუბლმა დონეცკის "შახტარს" ესპანურ "რეალ სოსიედადზე" მოაგებინა.

ლორან ბლანის "პარი სენ ჟერმენმა" დიდი ანგარიშით მოიგო
ბერძნულ პირეოსში და ეს იმის მიუხედავად, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა. დუბლი ამ შეხვედრაშიც შესრულდა - მისი ავტორი იტალიელი ტიაგო მოტაა.

ჩეხეთში მანუელ პელეგრინის "მანჩესტერ სიტიმ" იოლად დაამარცხა "პლზენი". გოლები იაია ტურემ, სერხიო აგუერომ და ედინ ჯეკომ გაიტანეს. შინ მოიგო "ბენფიკამაც".

მოკლედ, ყველა ფავორიტმა იოლად იმარჯვა (ესპანურ მატჩს არ ჰყავდა ფავორიტი)... გარდა ერთისა - ტურინის "იუვენტუსმა" დღის სენსაცია შემოგვთავაზა. უფრო ზუსტად, მისმა მეტოქე "კოპენჰაგენმა": დანიელები უგებდნენ კიდევაც "ბებერ ქალბატონს", მაგრამ ფაბიო კვალიარელამ "იუვეს" წაგება არ დაუშვა.

ალბათ, დღევანდელ ფეხბურთში იკერ კასილიასზე უიღბლო ფეხბურთელი არ არსებობს - "რეალის" კაპიტანმა, როგორც იქნა, 238 დღის შემდეგ პირველად ითამაშა (საკლუბო ფეხბურთს ვთვლით) და 14 წუთის გასვლის შემდეგ შესაცვლელი გახდა.

კასილიასს ჰაერში სერხიო რამოსი დაეჯახა და თავის კაპიტანს, სავარაუდოდ, ნეკნი გაუტეხა. შეგახსენებთ, რომ წინა ტრავმაც იკერს თანაგუნდელმა - ალვარო არბელოამ მიაყენა.

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური
A ჯგუფი
მან. იუნაიტედი-ლევერკუზენი 4:2
გოლები: 1:0 რუნი (22), 1:1 როლფესი (54), 2:1 ვან პერსი (59), 3:1 რუნი (70), 4:1 ვალენსია (79), 4:2 თოფრაქი (88)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, კაგავა (71. ე. იანგი), კერიკი, ფელაინი (80. კლევერლი) - ვან პერსი, რუნი (84. ერნანდესი)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბოინიში - ჩანი, რაინჰარტცი, როლფესი - სამი (78. კრუზე), კისლინგი (78. დერდიოკი), სონი (64. ლ. ბენდერი)
გაფრთხილება: ვან პერსი - სონი, რაინჰარტცი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-12 (10-8); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 74 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სოსიედადი-შახტარი 0:2
გოლები: 0:1 ალექსი (65), 0:2 ალექსი (87)
რეალ სოსიედადი (4-1-2-3): ბრავო - ესტრადა, გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა - ჩაბი პრიეტო, პარდო (82. გრანერო) - ველა, სეფეროვიჩი (69. აგირეჩე), გრიზმანი (74. კასტრო)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, რაკიცკი, კუჩერი, შევჩუკი - ლ. მარტინსი (87. ფრედი), ჰუბშმანი (66. სტეპანენკო) - დუგლას კოშტა (77. ბერნარდი), ალექსი, ტაისონი - ადრიანო.
გაფრთხილება: ბერგარა, ი. მარტინესი - ალექსი, რაკიცკი, ადრიანო, დუგლას კოშტა, ფერნანდო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15-6 (9-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 32 000

მომდევნო ტური
2 ოქტომბერი
ლევერკუზენი-სოსიედადი
შახტარი-მანჩესტერ იუნაიტედი

B ჯგუფი
კოპენჰაგენი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 იორგენსენი (14), 1:1 კვალიარელა (54)
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - დელენეი, კლაუდემირი (86. მარგრაიტერი), ბრაატენი, ბოლანიოსი (79. ტუტუ) - იორგენსენი, ადი (70. გისლასონი)
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი - კიელინი, ბონუჩი, ოგბონა - პირლო - ვიდალი, პოგბა - ლიხშტაინერი (86. ისლა), პელუზო (73. დე ჩელიე) - ტევესი, კვალიარელა (76. ჯოვინკო)
გაფრთხილება: მელბერგი, ბენგტსონი - პელუზო, ლიხშტაინერი, ვიდალი
კარში დარტყმა: 14-34 (6-11) კუთხური: 3-16 თამაშგარე: 3-5 ჯარიმა: 16-10 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 38 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გალათასარაი-რეალი 1:6
გოლები: 0:1 ისკო (33), 0:2 ბენზემა (54), 0:3 რონალდო (63), 0:4 რონალდო (66), 0:5 ბენზემა (81), 1:5 უ. ბულუთი (84), 1:6 რონალდო (90+1)
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, ნუნკეუ, რიერა - ბაითარი (62. ბრუმა), მელო, ინანი - სნეიდერი - დროგბა (46. ამრაბატი), ილმაზი (78. უ. ბულუთი)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი (15. დ. ლოპესი) - კარვახალი, რამოსი, პეპე, არბელოა - მოდრიჩი (72. ილიარამენდი), ხედირა - დი მარია, ისკო (64. ბეილი), რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: მელო, ამრაბატი, რიერა - პეპე
კარში დარტყმა: 17-27 (6-12) კუთხური: 4-1 თამაშგარე: 6-3 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 47 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
2 ოქტომბერი
იუვენტუსი-გალათასარაი
რეალი-კოპენჰაგენი

C ჯგუფი
ბენფიკა-ანდერლეხტი 2:0
გოლები: 1:0 დურიჩიჩი (4), 2:0 ლუიზაო (30)
ბენფიკა (4-3-3): მორაეში - ა. ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, სიკეირა - მატიჩი, ფეისა, ე. პერესი (69. ო. ჯონი) - მარკოვიჩი, კარდოსო, დურიჩიჩი (75. მ. პერეირა)
ანდერლეხტი (4-3-3): პროტო - ჟილე, კუატე, მბემბა, ნსაკალა - მილივოიევიჩი, დე ზეუვი (46. აჩეამპონგი), კლიესტანი - ბრუნო (79. პრაე), მიტროვიჩი (76. გოი), მ. სუარესი
გაფრთხილება: ე. პერესი - ბრუნო, დე ზეუვი, მიტროვიჩი, კლიესტანი, მ. სუარესი
კარში დარტყმა: 16-12 (7-5) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 19-13 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 30 000

ოლიმპიაკოსი-პარი სენ-ჟერმენი 1:4
გოლები: 0:1 კავანი (19), 1:1 ვაისი (25), 1:2 მოტა (68), 1:3 მოტა (73), 1:4 მარკინიოსი (86)
82-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა იბრაჰიმოვიჩმა
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი - მანიატისი, მედიანი, სიოვასი, ბონგი - სამარისი, მაშადო - ვაისი (84. იატაბარე), დომინგესი (60. ჯ. კემპბელი), ფუსტერი (74. სავიოლა) - მიტროღლუ
პარი სენ-ჟერმენი (4-4-2): სირიგუ - ვან დერ ვილი, კორეა, ტ. სილვა, მაქსველი - მოტა, ვერატი (79. რაბიო), მატუიდი, მოურა (46. ლავეცი) - იბრაჰიმოვიჩი, კავანი (90. მენეზი)
გაფრთხილება: ბონგი - ვან დერ ვილი
კარში დარტყმა: 17-21 (5-10) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 30 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
2 ოქტომბერი
პარი სენ-ჟერმენი-ბენფიკა
ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი

D ჯგუფი
ბაიერნი-ცსკა 3:0
გოლები: 1:0 ალაბა (4), 2:0 მანჯუკიჩი (41), 3:0 რობენი (68)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - კროოსი (71. შვაინშტაიგერი), მიულერი, რიბერი, რობენი (79. შაჩირი) - მანჯუკიჩი (75. პისარო)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - შენიკოვი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, ნაბაბკინი - ცაუნია, ვერბლუმი - ზუბერი (77. მილანოვი), ჰონდა, ვიტინიო (46. ტოშიჩი) - მუსა (74. ბაზელიუკი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 31-11 (12-4) კუთხური: 3-1 თამაშგარე: 5-3 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 68 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პლზენი-მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 ჯეკო (48), 0:2 ი. ტურე (53), 0:3 აგუერო (58)
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჰეიდა (67. ჰუბნიკი), პროჰაზკა, ლიმბერსკი - ჰორვატი, ჰორავა - კოვარიკი, კოლარი (61. დურისი), პერტჟელა - ბაკოში (84. ტეცლი)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ი. ტურე (80. ხ. გარსია), ფერნანდინიო - ნავასი (67. მილნერი), აგუერო, ნასრი - ჯეკო (83. ნეგრედო)
გაფრთხილება: ლიმბერსკი - კოლაროვი, ფერნანდინიო
კარში დარტყმა: 14-29 (4-11) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 8-5 ჯარიმა: 6-12 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 11 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
2 ოქტომბერი:
ცსკა-პლზენი
მანჩესტერ სიტი-ბაიერნი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული