კოკე: "ვისენტე კალდერონზე" "რეალი" თავისი რონალდოთი 4:0 გვყავს დამარცხებული

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ "რეალთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემპიონატის მატჩზე ვფიქრობთ, ხოლო შემდეგ საპასუხო შეხვედრაზე ვიფიქრებთ. ფინალში გასვლა გვინდა და გვჯერა, როგორ მღერიან ჩვენი გულშემატკივრები.

პირველ ტაიმში აკურატულად არ ვმოქმედებდით. ეს დამსახურებული მოგებაა, ვულოცავ მათ. საპასუხო შეხვედრა კარგი იქნება.

უფრო მეტად ცუდია ნახევარფინალში წააგო, ვიდრე ფინალში, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ფეხბურთია, უთხარით ეს პსჟ-ს. "ვისენტე კალდერონზე" "რეალი" თავისი რონალდოთი 4:0 გვყავს დამარცხებული", - თქვა კოკემ.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: სიმეონეს ეპოქა "ბერნაბეუზე" დაასრულეს [VIDEO]

შეგახსენებთ,
რომ "ატლეტიკომ" 2015 წლის 7 თებერვალს ლა ლიგის შეხვედრაში "რეალი" შინ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული