რა უნდა ვიცოდეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ წილისყრაზე

AutoSharing Option
19 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

ტურნირის ამ სტადიაზე მადრიდის "რეალი", ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "ატლეტიკო" და "მონაკო" ითამაშებენ.

ნახევარფინალში ერთმანეთს შესაძლოა ერთი ასოციაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

წილისყრა კი 21 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩვენი დროით 14:00 საათზე გაიმართება.

წილისყრის დროს ამოღებული პირველი გუნდები პირველ მატჩებს შინ გამართავენ.

ნახევარფინალური შეხვედრები 2 და 3 მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - ერთი კვირის შემდეგ.

გარდა ამისა, 21 აპრილს გაირკვევა ფინალის ნომინალური მასპინძელი გუნდი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი
უელსში, ქალაქ კარდიფში, სტადიონ "ნაციონალურზე" 3 ივნისს ჩატარდება.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: მბაპე და "მონაკო" ისევ ვერავინ გააჩერა [VIDEO]
- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა [VIDEO]
- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიეგო სიმეონე - ბოროტი ჯადოქარი [VIDEO]
- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული