ბელინგემი: აი, ასე გვექცევიან "რეალის" ფეხბურთელებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა Topps UK-თან ინტერვიუში "ბლანკოსის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მადრიდში ფეხბურთელებს სუპერგმირებივით ექცევიან.

"აქ ძალიან მშვიდად ვარ, "რეალის" ფეხბურთელებს სუპერგმირებივით გვექცევიან. ყველა ცდილობს, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ.

სხვათა შორის, ეს ჩემნაირ ადამიანებს ძალიან ეხმარებათ. იქამდე "ბირმინგემსა" და "დორტმუნდში" ვთამაშობდი. ამიტომ დიდ კლუბში თამაშსა და ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული არ ვიყავი", - განაცხადა "რეალის" ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, ბელინგემმა მიმდინარე სეზონში "თეთრების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 33 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე საქციელი - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ - "რეალი" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

alt"იცით, "რეალში" თამაში რას ჰგავს?" - ბელინგემის უცნაური პასუხი

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა ვინიუსი რას იტყვის?
გიგი
21:37 12-04-2024
1
აბა ვინიუსი რას იტყვის?
გიგი
21:36 12-04-2024
1

სიახლეები პოპულარული