"რასისტი არასდროს ვყოფილვარ, ჟესუსმა არასწორად გაიგო... მათ მე დამამაცირეს" - აჩერბის პირველი კომენტარი სკანდალის შემდეგ

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ "ინტერისა" და "ნაპოლის" მატჩში, ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, იტალიელმა მას "ნიგერი" უწოდა.

ამის გამო, აჩერბი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა.

ფრანჩესკომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟესუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თავს დამცირებულად გრძნობს.

"რასისტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი კერპი ჯორჯ ვეა იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც დამირეკა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი გამართლების შემდეგ გარშემომყოფები ისე მექცევიან, თითქოს ციხიდან გამათავისუფლეს.

ჟესუსის საწინააღმდეგო
არაფერი მაქვს, თუმცა სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებ და ვინმეს რასისტს უწოდებ, კარგად უნდა დაფიქრდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მოვკალი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან დაგვამცირეს", - განაცხადა აჩერბიმ.

altჟესუსი არ ტყუოდა - რასისტული შეურაცხყოფის გამო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს

altსკანდალური ბრალდება აჩერბის - "ნაპოლის" მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც მატერაციმ ზიდანს შეჰკადრა,ის არ იყო შეურაცხყოფა და "ნიგერია "მაგაზე დიდი უარესი?!ფეხბურთისბსუპერვარსკვლავები,შავებიც არიან,ლათინოსებიც და თეთრებიც,მაგრამ მაგის გამო,მათ ვინმე არჩევს,ერთმანეთისაგან?გაბრაზებული კაცი,რაღაცას იტყვის და მაგის რასიზმამდე განზოგადებას,ვერაფრით მივიღებ.საქართველოს აწ პატიმარმა ნაპრეზიდენტალმა,ერთხელ პირდაპირ ეთერში,ომახიანად წარმოთქვა,ჩვენ რა ზანგები ხომ არა ვართო.მიუხედავად მის მიმართ,უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებისა,არც მე და საქართველოში არც არავის,აზრად არ მოსვლია,ეს რასიზმად ჩაგვეთვალა.რასიზმი მართლაც არაფერ შუაში იყო და იმიტომ.არა და ხომ თითქოს სუფთა რასისტული გამოთქმაა?!არ შეიძლება ასე პირდაპირ სიტყვებზე გამოკიდება და იარლიყის დაკიდება.უამრავი სხვადასხვა ფერის კანიანი ფეხბურთელი თამაშობს და მათ არავინ აყენებს შეურაცხყოფას.თუ რასისტი ხარ,ყველას მიმართ უნდა გქონდეს აგრესია.ასე არ არის?ალბათ ამაზეც უნდა დაფიქრდნენ ისინი,ვისაც განაჩენი გამოაქვს.
სოსო
14:33 30-03-2024
0
ნაპოლის ცენტრი საცერივითაა. ჰოდა, სჯობს ჟესუსმა დაცვას მიხედოს.
გიორგი
12:31 30-03-2024
0

სიახლეები პოპულარული