"აიაქსს" მომდევნო სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დაადასტურა.

"მსურს, "აიაქსში" მუშაობა გავაგრძელო და ამ გუნდის განვითარებაში წვლილი შევიტანო, თუმცა განსხვავებულ როლში", - განაცხადა ვან სხიპმა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "აიაქსს" სასურველი მწვრთნელების სია უკვე შედგენილი აქვს, სადაც ოთხი სპეციალისტი მოხვდა. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ ამსტერდამული კლუბის საკუთრებაა და "მეცის" ღირსებას იჯარის წესით იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული