"ეს ბიჭი მალე ოსიმენს აჯობებს და დე ლაურენტისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას" - ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "ფეიენოორდის" ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი ვიქტორ ოსიმენზე ძლერი ფეხბურთელია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელის შემცვლელად სწორედ მექსიკელი უნდა შეიძინოს.

"ხიმენესს "რომასა" და "ლაციოს" წინააღმდეგ ვაკვირდებოდი, ის წარმოუდგენელი შესაძლებლობების ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, მალე ოსიმენზე ძლიერი იქნება. დე ლაურენტისმა სანტიაგო ხელიდან არ უნდა გაუშვას, დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძენს.

შეგახსენებთ, ხიმენესმა მიმდინარე სეზონში "ფეიენოორდის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი გამართა,
თავი კი 24 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას ახალი მეწყვილე "ნაპოლიში"? - ოსიმენის შემცვლელად "პარტენოპეიმ" მექსიკელი ფორვარდი შეარჩია

altოსიმენის გარეშე? - როგორი იქნება "ინტერისა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები

altLa Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

მკითხველის კომენტარები / 7 /
სჯობს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, ოსიმენის ტყუპისცალი უნდა იყოს...
დდდ
18:19 23-03-2024
2
აურელიო ღირსია, რომ ნაპოლი ყველა ეხბურთელმა ერთდროულად დატოვონ!!!!
NAPOLI!
17:20 23-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული