თბილისში 8 თებერვალს მსოფლიოს თასს ჩამოიტანენ

AutoSharing Option
ფიფას მსოფლიო თასმა მოგზაურობა დაიწყო. პრესტიჟულ ჯილდოს მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 51 ქვეყანასა და 91 ქალაქში ჩაიტანენ.

ამ წამოწყების ინიციატორი ფიფა და "კოკა-კოლა" არიან, სანატრელი ჯილდოს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო კი ისტორიაში მეოთხედ მოხდება.

წელს ქვეყნების ჩამონათვალს კიდევ სამი მათგანი - ისლანდია, ავსტრია და მონღოლეთი დაემატა.

მსოფლიო თასს პირველად ლონდონში ჩაიტანენ. ბოლოს კი მას ადგილს რუსეთში მიუჩენენ, სადაც ეს ჯილდო 3 თვის განმავლობაში იმოგზაურებს და 16 ქალაქს მოივლის.

საქართველოში მისი მონახულება კი 8 თებერვალს იქნება შესაძლებელი, როდესაც მსოფლიო თასს თბილისში ჩამოიტანენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული