ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, "მილანის" ფორვარდ ოლივიე ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს.

37 წლის ფრანგის სამსახურით MLS-ის ბინადარი "ლოს-ანჟელესი" ინტერესდება, სადაც ამჟამად ოლივიეს თანამემამულე უგო ლორისი ირიცხება.

ვეტერან შემტევს ვარიანტი საუდის არაბეთიდანაც აქვს, თუმცა არც "როსონერიში" დარჩენაა გამორიცხული.

ჟირუს "მილანთან" კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება, თუმცა შრომით ხელშეკრულება შესაძლოა, 1 წლით გაგრძელდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული