ხვიჩას მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება?

AutoSharing Option

11 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება. Calciomercato ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს მომავალ სეზონში გუნდის მწვრთნელად "როსონერის" ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო პიოლი დანიშნოს.

გამოცემის ცნობით, დე ლაურენტისი პიოლის მიმართ სიმპათიებს არასოდეს არ მალავდა და "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს. პიოლის "მილანთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შეიძლება იქამდე სამუშაოდან დაითხოვონ.

"კორიერე დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისს პიოლის მუშაობის სტილი მოსწონს და "სან სიროზე" საინტერესო მატჩს ვიხილავთ.

ვალტერ მაცარი "ნაპოლისთან" ხელშეკრულებით ზაფხულამდეა
დაკავშირებული და უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ დელაურენტისს მგონი გუნდიდან გაგდებული მწვრთნელების ფეტიში აქვს:)
pablo
11:17 10-02-2024
0
არაა ცუდი არჩევანი ფეხბურთელები ჭირდება ამ შემადგენლობით ამას გაუჭირდება მყარი ოთხეულის გუნდის ჩამოყალიბება ჩემპიონობა დაივიწყეთ მინიმუმ 10 წელი მეტი თუარა
beqa
11:06 10-02-2024
1

სიახლეები პოპულარული