პოლიციელები მესუთ იოზილზე ხუმრობენ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-2 ტურში ლონდონის "არსენალის" გასვლაზე "სტოკთან" 0:1-ზე დამარცხების შემდეგ სტუმართა გუნდის ერთი ფანი რატომღაც ანგლობის ხასიათზე ყოფილა და პოლიციისთვის ტვიტერით მიუწერია, მინდა შეგატყობინოთ ჩვენი გაქურდვის შესახებო.

პოლიციაში ეს შეტყობინება მიუღიათ და ოფიციალური აკაუნტით იუმორითვე უპასუხიათ:"ბოდიშს გიხდით პასუხის დაგვიანებისთვის. ჩვენ დაკავებულნი ვიყავით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნით, რომლის გვარია იოზილი. თქვენ ის არ გინახავთ?"

შეგახსენებთ, ამ შეხვედრის მერე "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდის მენეჯერმა სტივენ ჯერარდმა გააკრიტიკა "მეთოფეთა" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, შრომას ერიდება, ბურთის დაკარგვისას უკან არ ბრუნდება და მოედანზე იკარგებაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული