"ბარსელონამ" "ოსასუნას" მოუგო - კატალონიურ გუნდში კანსელუმ და ფელიქსმა ითამაშეს

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მცველმა ჟიულ კუნდემ ილქაი გიუნდოგანის პასით სტუმრები დააწინაურა. 76-ე წუთზე ჩიმი ავილამ ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა მასპინძელთა მცველი კატენა გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ გაიტანა.

"ბარსას" რიგებში დებიუტანტებმა ითამაშეს - ჟოაო კანსელუმ 59-ე წუთიდან, ჟოაო ფელიქსმა კი მე-80 წუთიდან.

„ბარსელონა“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და 16 სექტემბერს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 21 966 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 კუნდე
(45+1), 1:1 ჩიმი ავილა (76), 1:2 ლევანდოვსკი (85, პენ)
გაძევება: კატენა (84, ოსასუნა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული