ობამეიანგმა უკვე "ბარსელონაში" ივარჯიშა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იჯარის წესით "ბარსელონაში" არ გადავიდოდა, რადგან კლუბებმა ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

"არსენალი" გაბონელს კონტრაქტს გაუწყვეტს და ის "ბარსელონაში" გადავა. მან უკვე ივარჯიშა თავის მომავალ გუნდთან ერთად.

ამასთან დაკავშირებით პიერ-ემერიკის მამამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ღმერთს მადლობას ვწირავ. ამის გამო როგორ არ უნდა ვიამაყო. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ, ჩემო შვილო".

"ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ობას პრეზენტაციას ამ კვირაში მოაწყობენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კულეებო, გიხაროდენ!!! ეს უდისციპლინო, "მეორე დემბელე" გაბონელი, გადაარჩენს ბარსას. ყოჩაღთ ჩავი და ლაპორტა. ვაი თქვენს პატრონს.
ბარსაში" ახალი ერა" დაიწყო!
11:51 02-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული