"რეალი" რონალდოს დისკვალიფიკაციას ლოზანაში გაასაჩივრებს

AutoSharing Option
როგორც იცით, "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო მსაჯმა გააძევა, პორტუგალიელმა კი არბიტრს უკნიდან ხელი წაკრა, რის გამოც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.


თუმცა, მადრიდის "რეალი" თვლის, რომ კრიშტიანო ზედმეტად მკაცრად დასაჯეს, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში გაასაჩივრეს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ კლუბის საჩივარი არ დააკმაყოფილეს და ახლა მადრიდელები ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. ბლანკოსს დისკვალიფიკაციის მთლად გაუქმების იმედი არა აქვს, მაგრამ მის შემცირებას კი შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული