გიუნდოგანი: "პარი სენ ჟერმენს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავამარცხებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პარი სენ ჟერმენთან" გასამართი შეხვედრის წინ Diario Sport-თან ისაუბრა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, "ბლაუგრანა" მეტოქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამარცხებს, თუ დაცვაში ყურადღებით თამაშს მოახერხებენ.

"ვფიქრობ, სანაკრებო მატჩებამდე კარგად გამოვიყურებოდით, დაბრუნების შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია, რომ გამარჯვებების მოპოვებას ვახერხებთ.

თუ ისე ვითამაშეთ, როგორც ეს "ნაპოლისთან" სახლში გავაკეთეთ, მჯერა, რომ გამარჯვების შანსი გვექნება.

პარიზელებს შესანიშნავი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავთ, უდიდესი ყურადღება მათ გარემარბებს უნდა მივაქციოთ, თავი გუნდურად უნდა დავიცვათ.

პსჟ-ის დამარცხებას მხოლოდ ამ შემთხვევაში
შევძლებთ", - განაცხადა გიუნდოგანმა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 10 აპრილს გაიმართება.

altოფიციალურად: გიუნდოგანი "ბარსელონას" ფეხბურთელია

alt"პოლიტიკა დასრულდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთი" - გიუნდოგანი გუნდში არსებულ პროტესტზე

altგიუნდოგანი თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ზაფხულში ესპანურ გრანდში გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი მაგას კითხე თუ გიტანს? ესეა ეს!
პლეხანოველი
17:36 06-04-2024
2
ვერ ვიტან ამ ტიპს, რაღაცნაირად უმარილოა!
ესეა
15:48 06-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული