ჩემპიონთა ლიგა. III ტური: პსჟ-მა "მილანი" გაანადგურა - "სიტი" და "ბარსელონა" უდანაკარგოდ მიიწევენ წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

E ჯგუფში "ფეიენოორდმა" "ლაციოს" საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია და 6 ქულით გალიდერდა. მეორე ადგილზე 5 ქულით "ატლეტიკოა", რომელიც სტუმრად "სელტიკს" დაუზავდა (2:2).

F ჯგუფში პსჟ-მა სახლში "მილანი" 3:0 დაამარცხა და 6 ქულით ლიდერია. "დორტმუნდმა" გასვლაზე "ნიუკასლს" 1:0 მოუგო და 4 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.

G ჯგუფში უდანაკარგოდ მიიწევს წინ "მანჩესტერ სიტი", რომელმაც "იანგ ბოიზს" თამაში შემოუტრიალა (3:1). "ლაიფციგმა" შინ "ცრვენა ზვეზდა" 3:1 დაჯაბნა და 6 ქულით მეორეა.

H ჯგუფში "ბარსელონა" 9 ქულით ლიდერია.
"პორტუმ" გასვლაზე 4:1 მოუგო "ანტვერპენს" და 6 ქულით მეორე პოზიციაზეა. მასპინძელთა თავდამსხმელმა ევანილსონმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "შახტარი" 3 ქულით მესამეზეა, ხოლო "ანტვერპენი" უქულოდაა.

E ჯგუფი

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - ლაციო 3:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (31), 2:0 ზერუკი (45+2), 3:0 ხიმენესი (74), 3:1 პედრო (83, პენ)

გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - ატლეტიკო 2:2
გოლები: 1:0 ფურუჰასი (4), 1:1 გრიზმანი (25), 2:1 პალმა (26), 2:2 მორატა (53)
გაძევება: დე პაული (82, ატლეტიკო)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (25, ატლეტიკო)

F ჯგუფი

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - მილანი 3:0
გოლები: 1:0 მბაპე (32), 2:0 კოლო მუანი (53), 3:0 ლი კან ინი (89)

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი"
ნიუკასლი - დორტმუნდი 0:1
გოლი: ნმეჩა (45)

G ჯგუფი

ლაიფციგი. "რედ ბულ არენა"
ლაიფციგი - ცრვენა ზვეზდა 3:1
გოლები: 1:0 რაუმი (12), 2:0 სიმონსი (59), 2:1 სტამენიჩი (70), 3:1 ოლმო (84)

ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 აკანჯი (48), 1:1 ელია (52), 1:2 ჰოლანი (67, პენ), 1:3 ჰოლანი (86)

H ჯგუფი

ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი"
ბარსელონა - შახტარი 2:1
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (28), 2:0 ფერმინი (36), 2:1 სუდაკოვი (62)

ანტვერპენი. "ბოსუილსტადიონი"
ანტვერპენი - პორტუ
გოლები: 1:0 იუსუფი (37), 1:1 ევანილსონი (46), 1:2 ეუშტაკიუ (54), 1:3 ევანილსონი (69), 1:4 ევანილსონი (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული