აზაროვის საგოლე პასი - "შახტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა.

დონეცკური გუნდის ახალმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ირაკლი აზაროვი სასტარტოში დააყენა (გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა შორის დატოვა), მატჩი კი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რომელთაც ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი აკლდათ და ახლო მანძილიდან ფერმინის დარტყმული ბურთი მეკარე რიზნიკმა მოიგერია. „მეშახტეები“ თავს იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. „ბარსამ“ თანდათან ზეწოლა გააძლიერა, განსაკუთრებით, მარჯვენა ფლანგიდან, სადაც იამალის წინააღმდეგ აზაროვი თამაშობდა. კანსელუს რიზნიკმა არ გაატანინა, ხოლო მომდევნო ეპიზოდში დაწინაურდნენ - ფერმინის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე
კი ფერან ტორესმა მეტოქის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში ფერმინმა თავისი პირველი საჩემპიონთალიგო გოლით ანგარიში გაზარდა.

მეორე ტაიმში „ბარსელონა“ ისევ ფლობდა უპირატესობას, „შახტარმა“ კი სხვაობა შეამცირა - აზაროვმა შესანიშნავი პასით სუდაკოვი მეკარე ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთს კატალონიელთა კარში მიუჩინა ადგილი. ამას ფერმინის ორი მომენტი მოჰყვა - ძელს გარტყმული ბურთი და თამაშგარეს გამო ჩაუთვლელი გოლი. დონბასელები შეხვედრის დასასრულს გააქტიურდნენ. ირაკლიმ კარგი პასი სტეპანენკოს გაუკეთა, რომელმაც მიზანს ვერ უწია და უკეთესმა გუნდმა ელ კლასიკოს წინ გაიმარჯვა.

„შახტარი“ H ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ მატჩს 7 ნოემბერს ჰამბურგში „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი". 41 409 მაყურებელი
ბარსელონა - შახტარი 2:1
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (28), 2:0 ფერმინი (36), 2:1 სუდაკოვი (62)

მკითხველის კომენტარები / 15 /
სპორტულ ასპექტებზე შეძლებისდაგვარად ობიექტურად მაჯელობის ნაცვლად,ამ სივრცეში ზოგიერთი მართლა "ძღინკიანი" ბოღმის,ზიზღის და სიძულვილის თესვას რომ ცდილობს,ესაა კატეგორიულად მიუღებელი,აუტანელი და დასაგმობი.
ბრაზი
12:44 26-10-2023
2
ბევრი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხვიჩას და მამარდას რომ მეტ ყურადღებას აქცევს ქართველი გულშემატკივარი და საფეხბურთო სამყარო, ეს ნორმალურია, რადგან სწორედ ეს ორია ისეთი, რომელთაგან დიდი ფეხბურთის თამაშს ველოდებით. ამიტომ მათზე ყურადღებაც დიდი უნდა იყოს და მოთხოვნაც. აზაროვს, შენგელიას, გოჩოლეიშვილს და სხვა დანარჩენებს რა თქმა უნდა, კვარას დონეს ვერ მოვთხოვთ, არც გვაქვს ამის იმედი და ამიტომ მათ გამონათებას ავღნიშნავთ კიდეც. სხვათაშორის კვარას თამაშს იტალიაში და სრულიად ევროპაშიც დიდ გამოხმაურება აქვს, ასე, რომ მისი თამაშით ყველაა აღფრთოვანებულია, ამიტომ ეს ისაა ვისკენაც დანარჩენებმა უნდა ისწრაფონ და ჩვენ მაყურებელმაც ყველაფერ ამას ჩვენებურად ხელი უნდა შევუწყოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
10:44 26-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული