"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ

AutoSharing Option
"ალ აჰლი" "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელით, რიად მაჰრეზით ინტერესდება.

The Athletic-ის ცნობით, საუდის არაბეთის გუნდი "ქალაქელებს" 30 მილიონ ფუნტს (35 მილიონ ევროს) სთავაზობს, ფეხბურთელი კი წლის განმავლობაში 25 მილიონ ფუნტს (30 მილიონ ევროს) გამოიმუშავებს.

როგორც ცნობილია, ალჟირელ შემტევს კარიერის შემდეგ ნაბიჯზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, 32 წლის ფეხბურთელისთვის მსგავსი ანაზღაურება მისაღებია, თუმცა პეპ გვარდიოლას რიადის გაყიდვა არ სურს.

შეგახსენებთ, "ალ აჰლიმ" სულ ცოტა ხნის წინ ედუარდ მენდი "ჩელსიდან" და რობერტო ფირმინო "ლივერპულიდან" გადაიბირა.

რაც შეეხება მაჰრეზის სტატისტიკურ მონაგარს, "სიტის" შემადგენლობაში 47
გამართულ შეხვედრაში 15 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული