"საქართველოს ნაკრების შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია, მათთან განსხვავებული თამაში გვექნება" - რა თქვა პელკასმა ყაზახეთთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

საბერძნეთისა და "ბაშაქშეჰირის" ნახევარმცველმა დიმიტრიოს პელკასმა გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება.

"ყაზახეთთან გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ, თუმცა ზეიმი დიდხანს არ უნდა გავაგრძელოთ, რადგან სამშაბათს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ფინალი გველოდება. ყველანი ძალიან კონცენტრირებულები ვართ. შეხვედრის წინ ცოტას ვღელავდით. იმედია, სამშაბათსაც ასეთი მონდომებით ვითამაშებთ.

ჰიმნის შესრულებისას, სახეებზე ყველას გვეტყობოდა, თუ როგორ გვსურს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

საქართველოს ნაკრების თამაშები
ჯერჯერობით არ გვინახავს და მეტოქის შესწავლა არ დაგვიწყია, რადგან აქამდე ყაზახეთთან თამაშზე ვფიქრობდით", - განაცხადა პელკასმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sport24.gr-ის მიხედვით

alt5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენმა მწვრთნელმა თქვა საქართველოს თამაშებს უყურეთ და მათზე ყველაფერი ვიცითო,ეხლა გამოდის პელკასი და იძახის საქართველოს თამაშები ჯერ არ გვინახავს მხოლოდ ყაზახეთზე ვფიქრობდით ამის შემდეგ ვნახავთ და შევისწავლითო,,რომელი გვატყუებთ თქვე ბოზებო?? თუ ჯერ არც კი გინახიათ მგონი დაგაგვიანდათ რადგან ამოგტენით და თქვენს ამპარტავნობას და კუდაბზიკობას საჩვენოდ გამოვიყენებთ,,წინ ბიჭებო,წარმატებები საქართველოს ნაკრებს და მის ფეხბურთელებს ყველას
gel-100
21:40 22-03-2024
0

სიახლეები პოპულარული