SBM League 2017/18: 29 ოქტომბერს, მეათე სეზონი აიღებს სტარტს!

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ საიუბილეო, მეათე სეზონი აიღებს სტარტს. პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

სეზონი, ვერცხლის ლიგის შეხვედრით გაიხსნება. 11:00 სთ-ზე ერთმანეთს ავერსისა და ელიტა ბურჯის გუნდები დაუპირისპირდებიან.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ, ქვედა ლიგიდან აღზევებული, სახელმწიფო დაცვის საპეციალური სამსახურისა და ჯეო ჰოლდინგის გუნდები წარსდგებიან. შემოსავლების სამსახურის გუნდის მეტოქე, ლიგის დებიუტანტი, ენერგო-პრო იქნება. 14:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას შარშანდელი ფინალისტი საქართველოს ბანკი, რომელიც თბილისის მერიის გუნდს დაუპირისპირდება. ვერცხლის ლიგის პირველ ტურს,
ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ლიბერთი ბანკის გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

29.10.2017. ვერცხლის ლიგა. I ტური
11:00 ავერსი - ელიტა ბურჯი
12:00 SSPS - GEO HOLDING
13:00 RS - ენერგო პრო
14:00 საქართველოს ბანკი - თბილისის მერია
20:00 ეთა - ლიბერთი ბანკი

სუპერლიგის სადებიუტო ტურს, დებიუტანტი მაუდისა და აჭარის ნაკრების დაპირისპირება გახსნის, რომელიც 15:00 სთ-ზე დაიწყება. 16:30 აიღებს სტარტს, ტურის და დღის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს, შარშანდელი თასის მფლობელი, მფკ ნატახტარი და ჩემპიონატის ფინალისტი სფფ დაუპირისპირდებიან.

მატჩის შესვენებაზე გაიმართება სახალისო გათამაშება- დარბაზში მოსულ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მოიგოს პრიზები, რომელსაც ლიგის პარტნიორები, ნაბეღლავი და ბუღა დააწესებენ. 18:00 სთ-ზე დაიწყება მოქმედი ჩემპიონის სკ პსპ-სა და თელავის შეხვედრა.

პირველივე ტურში გაიმართება "სტუდენტური დერბი" - ლიგის დებიუტანტი, თსუ-ჰიუნდაი, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. სათამაშო დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ იმედის შეხვედრა დაასრულებს.

29.10.2017. სუპერლიგა. I ტური
15:00 მაუდი - აჭარა
16:30 მფკ ნატახტარი - სფფ
18:00 სკ თელავი - FC PSP
19:00 თსუ-ჰიუნდაი - FC UG
21:00 კსუ/CIU - ტვ იმედი

წლევანდელი სეზონი ტრადიციულად, ექვსი სხვადსხვა ლიგის ფორმატში გაიმართება. 5 ნოემბერს ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმევიან.

ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ.

განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება - წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.

* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული