SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა

AutoSharing Option
28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. ზამთრის შესვენების შემდეგ მეოთხე ტურის შეხვედრები სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა ვერცხლის ლიგის ტურის სასტარტო შეხვედრა "ენერგო-პროსა" და "ჯეო ჰოლდინგს" შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლო გამარჯვების მოპოვება თბილისის მერიის გუნდმა, რომელმაც "ელიტა ბურჯს" სძლია მინიმალური სხვაობით - 3:2. ვერ შედგა ლიდერების დაპირისპირება - შემოსავლების სამსახურის გუნდმა მოულოდნელად 9:3 დაამარცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, ხოლო
"ავერსმა" 6:0 გაანადგურა "ლიბერთი ბანკი" და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა. დიდი ბრძოლის და ნერვიულობის ხარჯზე შეძლო სამი ქულის მოპოვება "საქართველოს ბანკმა", რომელმაც "ეროვნული თავდაცვის აკადემია" დაამარცხა - 4:2.

28.01.2018. ვერცხლის ლიგა. IV ტური
Geo Holding - ენერგო-პრო 4:3
თბილისის მერია - ელიტა ბურჯი 3:2
SSPS – RS 3:9
ლიბერთი ბანკი - ავერსი 0:6
ეთა - საქართველოს ბანკი 2:4

საინტერესოდ წარიმართა სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრებიც. "საქართველოს უნივერსიტეტმა" 6:4 სძლია "თელავს". გასული სეზონის ფინალის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სფფ და პსპ. დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში გამარჯვება ამჯერადაც "ფარმაცევტებს" დარჩათ - 5:3.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სფფ-ის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ზურაბ ხიზანიშვილს, რომელმაც მატჩის შემდეგ sbm.ge-სთვის მცირე კომენტარი გააკეთა. ზურა ხიზანიშვილი, სფფ: "დაძაბული თამაში იყო. პსპ ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ყველაფერი წინ არის.

მომდევნო თამაშებში მეტ ყურადღებას გავამახვილებთ როგორც შეტევაზე, ასევე დაცვაზე. ფაქტია, რომ პრობლემებია და საჭიროა მათი გამოსწორება. მეტოქემ ღირსეულად გაიმარჯვა და ვულოცავ. დღეს პირველი შეხვედრა ჩავატარე. ჩემთვის ეს მაისური უცხო არ არის, ძალიან ბევრი მატჩი ჩამიტარებია ნაკრების ფორმით. ვფიქრობ, რომ ეს ტურნირი არის ძალიან მაგარი და სამომავლოდ მე ეს ძალიან გამომადგება, რადგან ვეტერანი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა".

აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდნენ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებგვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის III ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთთვიანი ვაუჩერის მფლობელი "ნატახტარის" შემტევი გიორგი ყაზარაშვილი გახდა, ხოლო ვერცხლის ლიგის III ტურის საუკეთესოდ შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი დავით მეკოკიშვილი დასახელდა, რომელსაც JOMA-ს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა "თსუ-ჰიუნდაისა" და მფკ "ნატახტარის" დაპირისპირება. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში "ნატახტარის" ფეხბურთელებმა ორი ბურთით მოახერხეს დაწინაურება, თუმცა მატჩის დასრულებამდე "სტუდენტებმა" ორი "ტყუპი გოლით" შეძლეს ქულის გადარჩენა - 2:2.

დრამატული ფინალი ჰქონდა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა" და "მაუდის" დაპირისპირებას, სადაც მთავარი მოვლენები ბოლო ათ წუთში განვითარდა, როდესაც ჯერ "მაუდის" ფეხბურთელებმა შეძლეს დაწინაურება და თითქოს სამ ქულასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთ-ნახევარში კსუ-ს ფეხბურთელებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და შემდეგ გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანეს - 2:1.

28.01.2018. სუპერლიგა. IV ტური
FC UG - თელავი 6:4
სფფ - FC PSP 3:5
თსუ-ჰიუნდაი - მფკ ნატახტარი 2:2
კსუ/CIU - მაუდი 2:1

* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელი OSHEE, "რადიო ენერჯი" 104.7, ტელეკომპანია "იმედი", კომპიუტერული კომპანია GT GROUP, იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: Palitra News, რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული