კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" მძიმე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში, სტუმრად "ალტახთან" მოგებულ მატჩში (2:1) "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა თავი.

გრაცული გუნდი კიტეიშვილმა 62-ე წუთზე დააწინაურა, 78-ეზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო კომპენსირებულ დროში ოთარის პასით გამარჯვების გოლი განელმა თავდამსხმელმა მოჰამედ ფუსეინიმ გაიტანა.

კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და 90+6-ე წუთზე შეცვალეს.

"შტურმი" 16 ქულით ლიდერია და 16 სექტემბერს "ზალცბურგს" დაუხვდება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 1 ქულით ჩამორჩება.

ალტახი. "CASHPOINT არენა"
ალტახი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (62), 1:1 კოლერი (78), 1:2 ფუსეინი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტეიშვილის პასით ფუსიმ გაიტანა..
გენა
01:50 03-09-2023
0

სიახლეები პოპულარული