ქართველ ფორვარდს გოლის შემდეგ მეტოქის მეკარემ ფეხი დაუდო და წააქცია [VIDEO]

AutoSharing Option
ბექა მიქელთაძე მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. "ნიუკასლ ჯეტსის" ქართველმა ფორვარდმა ამჯერად "მელბურნ სიტის" კარში გაიტანა.

"ჯეტსი" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით, 0:3 მარცხდებოდა, როცა მიქელთაძემ მე-60 წუთზე მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით აიღო, თუმცა ავსტრალიის ჩემპიონატის აუტსაიდერებმა 66-ზე ისევ გაუშვეს. ბექას თანაგუნდელებმა შეხვედრის მიწურულს ანგარიში მაინც შეამცირეს - 2:4.


გოლის შემდეგ ქართველი ფორვარდი ბურთის ცენტრამდე სწრაფად მიტანას ცდილობდა, რის საშუალებასაც მას მეტოქის 24 წლის მეკარე ტომ გლოვერი არ აძლევდა, რომელმაც ქართველ ფორვარდს ფეხი დაუდო და წააქცია.

მიქელთაძეს 7 შეხვედრაში 6
გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, მისი გუნდი კი 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. "ნიუკასლი" 12 თებერვალს ამჯერად "მელბურნ ვიქტორის" ესტუმრება.

altქართველი ფორვარდისგან კიდევ ერთ გოლს ველოდით, ის კი ტრავმირებულია...

altქართველ ფორვარდს ვეღარ აჩერებენ - კიდევ ერთი გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც სამართალია, უნდა დაუძახოს სანიოლმა ნაკრებში.
ასეთი სტატისტიკა ბევრს არა აქვს, ვისაც ნაკრებში იძახებს.
თავდამსხმელი კი იმისთვის არსებობს, რომ გოლები გაიტანოს!
სტატისტიკის ჭია
17:30 09-02-2022
3
ალბად ნაკრებში დაუძახებენ უკვე
giga
17:27 09-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული