შოთა არველაძე: ჩვენი ოცნებაა, მსოფლიომ "ფახთაქორზე" ილაპარაკოს...

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ახალი ფეხბურთელის პრეზენტაციაზე უზბეკური კლუბის მიზნებზეც ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის თქმით, "ფახთაქორის" მთელი კოლექტივი ძალას არ იშურებს, რათა გუნდმა უმაღლეს დონეს მიაღწიოს და მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვოს.

"მსურს განვაცხადო, რომ კლუბის ყველა თანამშრომელი შრომობს საიმისოდ, რათა "ფახთაქორმა" მხოლოდ წინ იაროს და სუპერკლუბის დონეს მიაღწიოს, რასაც ყველანი მოველით. ჩვენი ოცნებაა, კვლავ ავიყვანოთ გუნდი იმ დონეზე, რომ ჩვენზე მთელმა აზიამ და მსოფლიომ ილაპარაკოს. რა თქმა უნდა, ეს სწრაფად ვერ მოხდება და საამისოდ დროა საჭირო", - თქვა შოთამ
ავსტრალიელი ნახევარმცველის, როსტინ გრიფიტსის პრეზენტაციაზე.

"დიდხანს ვეძებდით კიდევ ერთ ფეხბურთელს აზიაში. ვფიქრობ, ის ძალიან წაგვადგება მეორე წრეში. ჩვენი გუნდის თამაშში ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს. "ფახთაქორს" დიდი ტრადიციები და პერსპექტივები აქვს და ამიტომაა ის დღეს ჩვენთან. მან იცის თავისი საქმე, სხვა დანარჩენი კი ტაქტიკის საქმეა", - დასძინა შოთამ.

16 ტურის შემდეგ არველაძის გაწვრთნილ გუნდს 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგრა კაიფობს ტიპი
მარადონა
09:32 13-08-2017
0
magari xar kaifshi
maradona
09:31 13-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული