"ეს კაცური საქციელი არ არის! მათ დიდი ფული მოვუტანე" - გორში დაბრუნებულ დემჩენკოს დოლარის კუპიურები გადააყარეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "დილა" 3:1 დაამარცხა. მატჩის წინ კი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც გორელთა ყოფილი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს მისამართით დოლარის კუპიურები გადაყარეს.

შეხვედრის შემდეგ უკრაინელმა სპეციალისტმა ამ ფაქტის შესახებ Geo Team-თან ისაუბრა:

"მინდა, გორის "დილაში" პატარა ბიჭ გიორგი ჯოხაძეს (კლუბის დირექტორი) მოკითხვა გადავცე, რათა მან არ მოახერხოს მცდარი წარმოდგენების მოხვევა "დილას" გულშემატკივრებზე.

ასეთი საქციელი, რასაც ჩემს შესახებ მიცემული ინტერვიუები და დოლარების სროლა ჰქვია, მხოლოდ მას ამცირებს და მინდა ვუთხრა, რომ ნუ ეშვება ასეთ დაბალ დონეზე,
შეინარჩუნოს კაცობა. 

იყავი კაცი, მე "დილასთვის" ამ 3 წელში ბევრი გავაკეთე. "დილა" გავხადე ტოპ კლუბი, რომელიც ყველა გუნდთან მაგრად იბრძოდა.

უკანასკნელ 1,5 წელში მათ 2 მილიონი ევროს ინვესტიცია მოვუტანე. მე აქედან არ გავქცეულვარ, ვისარგებლე ჩემი უფლებით, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ევროტურნირების შემდეგ, თუ ნორმალურ წინადადებას მივიღებდი გუნდიდან, რომელიც უფრო მაღალ მიზნებს ისახავდა, წასვლა შემეძლებოდა.

მინდა მოვიკითხო გიორგი ჯოხაძე, რომელმაც დაწერა, რომ 10 000 ევრო შემომთავაზეს და სინამდვილეში ეს თანხა 8000 იყო. ის ატყუებს გულშემატკივრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე გავიქეცი.

მე აქ გავიზარდე და გადავიზარდე "დილას" მოთხოვნებისთვის, მეტი მსურდა. გადავედი ბათუმში, რადგან მათ კონტრაქტში უწერიათ, რომ მხოლოდ პირველ ადგილზე უნდა გავიდე.

მინდა მოგმართოთ, რომ დარჩეთ კაცებად და დააფასეთ ის ადამიანები, ვინც აქ შედეგს წლების განმავლობაში ხურდების სანაცვლოდ აკეთებდა. 

შემოთავაზება მივიღე და კონტრაქტში მქონდა პუნქტი, რომ წასვლა 25 000 ევროს სანაცვლოდ შემეძლო და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, არ მინდა ხალხი მოტყუვდეს, რომ ფულის გამო წავედი. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება მეტი ამბიციის და განვითარების გამო მივიღე. მათ დიდი ფული მოვუტანე და უბრალოდ მადლობა უნდა თქვან, რასაც აკეთებენ კი კაცური არ არის", - თქვა დემჩენკომ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მართალი ჩანს ეგ კაცი...
ზორბეგ
13:19 22-09-2023
2
დემჩენკოს საქციელი არც მე მომეწონა, მაგრამ სალანძღავი მაგი კი არ არის, არმედ ბათუმის მეპატრონე ბერიძე!!! რომელიც დაძვრება ყველა ქართული გუნდის უკან და გადაიბირებს ხოლმე ფეხბურთელებს და მწვრთნებს!!!
გიორგი
12:48 22-09-2023
7

სიახლეები პოპულარული