წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
რა მოტივით აიყვანენ, რომელი დამსახურებისთვის?
მერაბი
07:24 22-08-2023
2
Ფიიზდეც გვეშველება რამე?!
Გიო
18:35 21-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული