გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე "შუქურას" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ქობულეთური კლუბი ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს, 5 აგვისტოს კი ბათუმის "დინამოსთან" აჭარული დერბი ელის.

დემეტრაძე საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონი და სამივე ამ ქვეყნის საუკეთესო მეგოლე იყო. ერთადერთი ქართველი, ვინც ორჯერ გახდა უცხო ქვეყნის ბომბარდირი. 46 წლის ყოფილი ფორვარდი თბილისის "დინამოში", "ცხინვალში", "კახეთში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", მოსკოვის "ლოკომოტივში", კიევის "დინამოში", დონეცკის "მეტალურგში", კიევის "არსენალში", "ფეიენოორდში", "რეალ სოსიედადში", თელ-ავივის "მაკაბსა" და "ბაქოში" თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 55 შეხვედრაში "დემემ" 12 გოლი გაიტანა
და ამ მაჩვენებლით ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რაც შეეხება დემეტრაძის სამენეჯერო საქმიანობას, ის ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი იყო. მოგეხსენებათ, 2011 წელს გიორგის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2013 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

altგიორგი დემეტრაძე: უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა - Слава Україні!

alt"უცებ დემეტრაძემ ხელში დანა აიღო..." - უკრაინელმა ფეხბურთელმა ქართველთან კონფლიქტი გაიხსენა

alt"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჰოო კომენტარი რომელიც შეიცავს უხამსობასო დემეტრაძეზე იგივე შმიძლია ვთქვა რაც მან სააკაშვილზე ილაპარაკა და მეტი უხამსობა და უზნეობა მე არ მომისმენია სააკაშვილი დავიჯერე რომ საშინელების ჩამდენია და ამ დროს დემეტრაძე თურმე დანას ატრიალებდა სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა!!!
ადამიანი
15:15 30-01-2024
1
ფაშიზმის გამო სამწუხაროდ არც გერმანია და იაპონია დაისაჯა თავის დროზე ისე როგორც საჭირო იყო და ალბათ არც ჩვენ დავისჯებით. მაგრამ ტეხავს რა, ყველაზე არაქართული ფენომენია ფაშიზმი...
უვიცი
22:22 02-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული