ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" 5 უპასუხო გოლი გაუტანა

AutoSharing Option
20 აგვსიტოს ეროვნული ლიგის XXIII ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პირველი გოლი 34-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. 53-ე და 55-ე წუთზე აკაკი შულაიამ და ბექა მიქელთაძემ "დინამოს" უპირატესობა 3-მდე გაზარდეს.

69-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ჩიხურა" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა.

82-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ მეხუთე გოლი "დინამოს" სასარგებლოდ და შეხვედრას საბოლოო წერტილი
დაუსვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ თუ მწვრთნელია საკითხავია რატომ არ უშვებენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გააფუჭა ახალგაზრდებს შანს არ აძლევს
Jaba
12:15 21-08-2017
0
ბუნტი კი არა ჯანყია.ვერ ხვდები რომ ფრუიძე აფარჩაკებს გუნდს,ნუთუ საჩხერეში ერთი გულშემატკივარი არ არის ისეთი რომ ბიძინას მიუტანოს ამბავი და ეს ფეირ პლეის დამრღვევი მოკვეთოს ფეხბურთიდან.ბუნტი კი არა ეს ვაჯბატონი თამაშებს ცვლის და თასის აღებაძე ფიქრობს.დააკვირდით შეცვლებს არ აკეთებს ვიდრე ორ ან სამ ბურთს არ გაუშვებს.გორთანაც უნდა წაეგო მაგრამ ბიჭებს თამაში წაუვიდათ და მოიგეს.და ეს კაცი კითხულობს ლექციებს მწვრთნელთა ლიცენზიის კურსებზე,ვაი ჩვენს პატრონს!ისე პარასკევს ვარჯიშზე ფეხბურთელებმა უკვე შეატყვეს რომ ფრუიძეს დინამოსთან მოგება არ აინტერესებდა.თასს მაინც ვერ აიღებ ფრუიძევ, ღმერთი არ დაუშვებს.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული