ევრო 2016-ის დროს 1550 ადამიანი დააკავეს

AutoSharing Option
საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დროს 1550 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაზნევის თქმით, ტურნირის დროს 1550 ადამიანი დააკავეს, აქედან 891 საკანში ჩასვეს, 59 ადამიანს რეალური და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ხოლო 64 ქვეყნიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლის მიმდინარეობდა.

ევრო 2016-ის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული